Apple wallet მობილური გადახდები: Apple Pay & Mobile Pay

გადაიხადე მარტივად და უსაფრთხოდ საკუთარი სმარტფონით მილიონობით სავაჭრო ობიექტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გამოიყენე Apple Pay* iPhone-ით და Apple Watch-ით გადახდისას, ხოლო Mobile Pay თუ ფლობ Android-ის სმარტფონს.

*Apple Pay შეგიძლია ასევე გამოიყენო iPad-ით და Mac-ით გადახდებისას. 

ბარათის Apple Pay-სთან დაკავშირება მარტივია

iPhone:

  • გახსენი აპლიკაცია Wallet
  • დააჭირე ნიშანს «+» მარჯვენა ზედა კუთხეში
  • აირჩიე «Add a different card» და დაასკანერე ბარათის ინფორმაცია
  • შეიყვანე ბარათის მონაცემები და დაეთანხმე პირობებს
  • შენი ბარათი უკვე დაემატა Wallet-ში

Apple Watch:

  • გახსენი iPhone-ზე აპლიკაცია Watch
  • შედი განყოფილებაში «Wallet & Apple Pay» და აირჩიე პუნქტი «Add Credit or Debit Card»
  • აირჩიე «Add a different card»  და დაასკანერე ბარათის ინფორმაცია
  • შეიყვანე ბარათის მონაცემები და დაეთანხმე პირობებს
  • შენი ბარათი უკვე დაემატა Wallet-ში

iPad:

  • გახსენი პარამეტრები
  • შედი განყოფილებაში «Wallet & Apple Pay» და აირჩიე პუნქტი «Add Credit or Debit Card»
  • აირჩიე «Add a different card»  და დაასკანერე ბარათის ინფორმაცია
  • შეიყვანე ბარათის მონაცემები და დაეთანხმე პირობებს
  • შენი ბარათი უკვე დაემატა Wallet-ში

Mac:

  • გახსენი სისტემური პარამეტრები
  • შედი განყოფილებაში «Wallet & Apple Pay» და აირჩიე პუნქტი «Add Card»
  • აირჩიე «Add a different card»  და დაასკანერე ბარათის ინფორმაცია
  • შეიყვანე ბარათის მონაცემები და დაეთანხმე პირობებს
  • შენი ბარათი უკვე დაემატა Wallet-ში


გადაიხადე Apple Pay-ით ყველგან, სადაც ნახავ მოცემული სიმბოლოებიდან ერთ-ერთს   

როგორ გადავიხადო Touch ID-ით? 
როგორ გადავიხადო Face ID-ით? 

აპლიკაციის გადმოწერა

აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიე Google Play Store-ს, საძიებო ველში (Search) ჩაწერე აპლიკაციის სახელი Mobile Pay ან დაასკანერე შესაბამისი QR Code და გადმოწერე აპლიკაცია

რეგისტრაცია
თუ ხარ მობაილ ან ინტერნეტბანკის მომხმარებელი – დამატებითი რეგისტრაციის გარეშე, შეგიძლია ისარგებლო Mobile Pay-ით. აპლიკაციით სარგებლობისთვის გამოიყენე მომხმარებლის სახელი, პაროლი და ერთჯერადი SMS კოდი.

რეგისტრაციის შემდეგ აპლიკაცია მოითხოვს პინ-კოდის დაყენებას Mobile Pay-ზე შემდგომი მარტივი წვდომისთვის.

თუ არ ხარ მობაილ ან ინტერნეტბანკის მომხმარებელი, მაგრამ სარგებლობ ქოლ სერვისის (სატელეფონო) კოდით, შეგიძლია რეგისტრაცია გაიარო: ვითიბი ბანკის ინტერნეტბანკის ვებ-გვერდის (ivtb.ge) მეშვეობით, ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვით - 2 224 24 24 ან ეწვიო ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს. 

ბარათის მონაცემების ატვირთვა
აპლიკაცია შესაძლებლობას გაძლევს ატვირთო ყველა საბანკო ბარათის მონაცემი, ხოლო გადახდის განხორციელებისას აირჩიო, თუ რომელი ბარათით გსურს გადახდა.

Mobile Pay-ით გადახდა: 

  • გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც VISA payWave (უკონტაქტო) გადახდების ტერმინალებია განთავსებული
  • გაააქტიურე საკუთარი მობილური ტელეფონი
  • მიუახლოვე უკონტაქტო გადახდის ტერმინალს

*გადახდის დროს არ არის აუცილებელი ჩართული გქონდეს ინტერნეტი

Mobile Pay-ს აპლიკაცია აღჭურვილია უსაფრთხოების სამი დონით, რომელიც გამორიცხავს თაღლითური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას:

  • მობილური მოწყობილობის უნიკალური კოდი;
  • აპლიკაციის კოდი;
  • მომხმარებლის სახელი (Username)

მომენტალური გადახდებისთვის ისარგებლე Apple Pay-ით ან გადმოწერე Mobile Pay

დისტანციური ბანკინგის სხვა პროდუქტები

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები