გადმოწერე მობაილბანკი

შენი ბანკი შენს მობილურში

  • მართე ანგარიშები
  • გადარიცხე თანხა მარტივად
  • დაბლოკე ან განბლოკე შენი ბარათი
  • აკონტროლე შენი აქტივები და ვალდებულებები
  • დაფარე სესხი ან შეავსე ანაბარი
  • მიიღე ამონაწერი
  • დააკონვერტირე თანხა და აკონტროლე ვალუტის გაცვლითი კურსი
  • იპოვე უახლოესი ფილიალი და ბანკომატი
  • და სხვა
რეგისტრაცია უფასო
მომსახურება უფასო
ტრანზაქციების განხორციელების საკომისიო დადგენილი სტანდარტული ტარიფების შესაბამისად

 

ვითიბი ბანკი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მუდამ ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, თუმცა ასევე აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა თავად მომხმარებლის მიერ. 

გაითვალისწინეთ, რომ ვითიბი ბანკის მობაილბანკინგის აპლიკაციას წვდომა აქვს თქვენი მობილურის: 

  • მეხსიერებასთან;
  • ზუსტ ადგილმდებარეობასთან (GPS & ქსელის გამოყენებით);
  • ლოკაციაზე დაყრდნობით, აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას იპოვოთ უახლოესი ბანკომატები/ფილიალები
  • კონტაქტების სიასთან;
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სისტემასთან;
  • აპლიკაცია ავტომატურად ითხოვს SMS ავტორიზაციის სერვისს.

თავდაცვის ზომები:

  • არ დატოვოთ მოწყობილობა, რომელშიც ჩაწერილია VTB Mobile - მობაილ ბანკის აპლიკაცია, კონტროლის გარეშე, თუ თქვენ შესული ხართ მობაილ ბანკში;
  • არ გაანდოთ თქვენი კუთვნილი მობაილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი სხვა პირებს;
  • არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ მსგავსი ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელფოსტით. თუ თქვენ მიიღებთ მსგავსი მოთხოვნის შემცველ წერილს, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე +995 32 224 24 24 და წაშალეთ წერილი;
  • არ შეინახოთ კონფიდენციალური ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, პაროლი, ავტორიზაციის კოდი) კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურ ტელეფონში, პაროლით დაუცველ ფაილებში;
  • აპლიკაციაში მუშაობის დასრულების შემდგომ, უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, აუცილებლად ისარგებლოთ მარცხენა მთავარი ფუნქციური მენიუს ღილაკით "გამოსვლა";
  • ჩართეთ მობილურის პაროლით დაცვის ფუნქცია;

ასევე, გაითვალისწინეთ:  

  • 10-წუთიანი უმოქმედობის შემთხვევაში, აპლიკაციის სესია ავტომატურად ამოიწურება; 
  • თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია;
  • ნებისმიერი ტრანზაქცია/გადარიცხვა საჭიროებს დამატებით ავტორიზაციას.
     

მობაილბანკით სარგებლობისთვის აუცილებელია,რომ დარეგისტრირებული იყო ძველ ინტერნეტბანკში (ivtb.ge)

  • თუ უკვე ხარ ინტერნეტბანკის მომხმარებელი - დამატებითი რეგისტრაციის გარეშე შეგიძლია ისარგებლო მობაილბანკით. აპლიკაციით სარგებლობისთვის გამოიყენე მომხმარებლის სახელი და პაროლი.
  • თუ არ ხარ ინტერნეტბანკის მომხმარებელი, მაგრამ სარგებლობ ქოლ სერვისის (სატელეფონო) კოდით, შეგიძლია რეგისტრაცია გაიარო ვითიბი ბანკის ინტერნეტბანკის ვებ-გვერდის (ivtb.ge) მეშვეობით, ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვით - 2 224 24 24 ან ეწვიო ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს. 

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ვითიბი ბანკის კლიენტი, გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან ეწვიეთ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უახლოეს ფილიალს

ჩვენთან მარტივია - ვითიბი ბანკი

დისტანციური ბანკინგის სხვა პროდუქტები

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები