მობაილბანკი

გადმოწერე App Store-დან გადმოწერე Google Play-დან

ახალი, ბევრად უკეთესი მობაილბანკი
შენი ბანკი შენს მობილურში - მართე საკუთარი ანგარიშები

ახალ მობაილბანკში თქვენ დაგხვდებათ:

  • თქვენზე მორგებული პროდუქტები და პროცესები 
  • დახვეწილი დიზაინი  და მარტივი ნავიგაცია
  • გამარტივებული გადარიცხვები და ბიომეტრიითა და პასკოდით დადასტურება
  • კომუნალური და სხვა გადახდების შაბლონების თემატური დაჯგუფების შესაძლებლობა
  • ვალუტის საუკეთესო კურსები
  • ანგარიშების, ბარათების, სესხებისა და ანაბრების ნახვა და მართვა
  • ნაშთებისა და ტრანზაქციების კონტროლი
  • თანხის გადარიცხვა საქართველოში და საზღვარგარეთ
  • მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური და სხვა გადახდები
  • ჯარიმებისა და გადასახადების გადახდა
  • თანხის კონვერტაცია საუკეთესო კურსებით
  • ბარათის დაბლოკვა და განბლოკვა
  • მობაილბანკში მარტივი შესვლის გააქტიურება (პასკოდით, თითის ანაბეჭდით ან სახის სკანერით)
  • დავიწყებული პაროლის განახლება და მობაილბანკზე რეგისტრაცია აპლიკაციიდან
რეგისტრაცია უფასო
მომსახურება უფასო
ტრანზაქციების განხორციელების საკომისიო დადგენილი სტანდარტული ტარიფების შესაბამისად

ვითიბი ბანკი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მუდამ ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, თუმცა ასევე აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა თავად მომხმარებლის მიერ. 

გაითვალისწინეთ, რომ ვითიბი ბანკის მობაილბანკინგის აპლიკაციას წვდომა აქვს თქვენი მობილურის: 

  • მეხსიერებასთან;
  • ზუსტ ადგილმდებარეობასთან (GPS & ქსელის გამოყენებით);
  • ლოკაციაზე დაყრდნობით, აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას იპოვოთ უახლოესი ბანკომატები/ფილიალები;
  • კონტაქტების სიასთან;
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სისტემასთან;
  • აპლიკაცია ავტომატურად ითხოვს SMS ავტორიზაციის სერვისს;
  • ფოტოებთან.

თავდაცვის ზომები:

  • არ დატოვოთ მოწყობილობა, რომელშიც ჩაწერილია VTB Mobile - მობაილ ბანკის აპლიკაცია, კონტროლის გარეშე, თუ თქვენ შესული ხართ მობაილ ბანკში;
  • არ გაანდოთ თქვენი კუთვნილი მობაილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი სხვა პირებს;
  • არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ მსგავსი ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელფოსტით. თუ თქვენ მიიღებთ მსგავსი მოთხოვნის შემცველ წერილს, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე +995 32 224 24 24 და წაშალეთ წერილი;
  • არ შეინახოთ კონფიდენციალური ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, პაროლი, ავტორიზაციის კოდი) კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურ ტელეფონში, პაროლით დაუცველ ფაილებში;
  • აპლიკაციაში მუშაობის დასრულების შემდგომ, უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, აუცილებლად ისარგებლოთ მარცხენა მთავარი ფუნქციური მენიუს ღილაკით "გამოსვლა";
  • ჩართეთ მობილურის პაროლით დაცვის ფუნქცია;

ასევე, გაითვალისწინეთ:  

  • 10-წუთიანი უმოქმედობის შემთხვევაში, აპლიკაციის სესია ავტომატურად ამოიწურება; 
  • თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია;
  • ნებისმიერი ტრანზაქცია/გადარიცხვა საჭიროებს დამატებით ავტორიზაციას.

მობაილბანკინგის აპლიკაციის გამოყენების პროცესში თქვენი მონაცემები ადგილმდებარეობის, მობაილბანკის აპლიკაციის ვერსიის, მოწყობილობის ბრენდის, მოდელის, დასახელების/სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის, იდენტიფიკატორ(ებ)ის ან/და ნომრის შესახებ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბანკის მიერ პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების და ფროდის პრევენციის მიზნებისთვის. 

ასევე, მობაილბანკის მეშვეობით თქვენ საბანკო ბარათზე ან/და მასთან დაკავშირებულ ანგარიშზე, თქვენს მიერ რაიმე ოპერაციის ან ქმედების ინიცირების ან/და განხორციელების შემთხვევაში თქვენი ზემოაღნიშნული მონაცემები, ისევე როგორც ბარათის მონაცემები, შესაძლებელია ასევე გადაეცეს თქვენს მიერ ინიცირებული ან/და განხორციელებული ქმედების ან/და ოპერაციის შესრულებაში ჩართულ საპროცესინგო ცენტრს, მობილურ საფულეს/მობილური გადახდების სისტემას ან/და საბანკო ბარათის ოპერატორ საგადახდო სისტემას (მაგ. ვიზა ან მასტერქარდი).   

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ზემოაღნიშნული მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. ამისთვის უნდა შეწყვიტოთ იმ მომსახურებ(ებ)ის გამოყენება, რომლებმაც გამოიწვია თქვენი ზემოაღნიშნული მონაცემების დამუშავება.

როგორ დავრეგისტრირდე მობაილბანკზე?
თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული ვითიბი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკზე, ამას შეძლებთ ონლაინ, მობაილბანკის აპლიკაციიდანვე. პროცესში დაგჭირდებათ მხოლოდ ბანკში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი და ვითიბი ბანკის ნებისმიერი აქტიური ბარათი. 
რეგისტრაციის დასაწყებად, აპლიკაციის პირველ გვერდზე, დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“. 
• ნაბიჯი 1: გახსნილ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „დაწყება“
• ნაბიჯი 2: მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი და ვითიბი ბანკში რეგისტრირებული თქვენი მობილურის ნომერი
• ნაბიჯი 3: მიუთითეთ მობილურზე მიღებული ერთჯერადი სმს კოდი
• ნაბიჯი 4: აირჩიეთ ვერიფიკაციის სასურველი მეთოდი: ბარათის მონაცემებით ან ელ. ფოსტაზე მიღებული ერთჯერადი კოდით
• ნაბიჯი 5:
  - თუ აირჩიეთ ბარათის მონაცემებით ვერიფიკაცია, მიუთითეთ ბარათის პირველი 6 და ბოლო 4 ციფრი, ბარათის ვადა და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
  - თუ აირჩიეთ ელ. ფოსტით ვერიფიკაცია, მიუთითეთ ბანკში რეგისტრირებულ ელ. ფოსტაზე მიღებული ერთჯერადი კოდი და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
• ნაბიჯი 6: მიუთითეთ მომხმარებლის თქვენთვის სასურველი სახელი. (გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებლის სახელი უნიკალურია და თქვენ ვერ აირჩევთ სხვის მიერ გამოყენებულ სახელს.). შემდეგ მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ მომდევნო ველში. (გაითვალისწინეთ, რომ პაროლი უდნა აკმაყოფილებდეს მობილაბნკში მითითებულ უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს. ორივე ველში მითითებული პაროლი უნდა იყოს იდენტური.) დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“. 
• ნაბიჯი 7: თქვენ უკვე დარეგისტრირდით მობაილბანკზე. მომხმარებლის შექმნილი სახელით და პაროლით უკვე შეძლებთ როგორც მობაილბანკის, ასევე ინტერნეტბანკის გამოყენებას.

როგორ დავიწყო ვითიბის მობაილბანკის აპლიკაციით სარგებლობა?
მობაილბანკით სარგებლობისთვის აუცილებელია იყოთ ვითიბი ბანკის მომხმარებელი.
• თუ ჯერ არ ხართ ვითიბი ბანკის მომხმარებელი, შეგიძლიათ დარეგისტრრირდეთ ონლაინ ლინკზე 
vtb-onboarding.pulsar.ai/. რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა (ID ბარათი) და „სელფის“ გადაღება. რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თქვენ დაგიმზადდებათ Visa ბარათი. რეგისტრაციის შემდეგ, მობაილბანკით სარგებლობის დასაწყებად, მიყევით შემდეგ პუნქტებს.
• თუ უკვე ხართ ვითიბი ბანკის მომხმარებელი და ჩვენთან ფლობთ მინიმუმ 1 აქტიურ ანგარიშს, ჩამოქაჩეთ მობაილბანკის აპლიკაცია თქვენი მობილურის შესაბამისი აპლიკაციების „სთორიდან“.

  • iPhone-ზე App Store-ში ძებნის ველში აკრიფეთ VTB Mobile Bank და ჩამოქაჩეთ აპლიკაცია VTB Mobile Bank (Georgia). აპლიკაციის ჩამოსაქაჩად დააჭირეთ ღილაკს „GET”.

  • ანდროიდზე, Google Play-ში ძებნის ველში აკრიფეთ VTB Mobile Bank და ჩამოქაჩეთ აპლიკაცია VTB Mobile Bank (Georgia). აპლიკაციის ჩამოსაქაჩად დააჭირეთ ღილაკს „Install”.

როგორ დავრეგისტრირდე მობაილბანკზე?
თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული ვითიბი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკზე, ამას შეძლებთ ონლაინ მობაილბანკის აპლიკაციიდანვე. პროცესში დაგჭირდებათ მხოლოდ ბანკში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი და ვითიბი ბანკის ნებისმიერი აქტიური ბარათი. 
რეგისტრაციის დასაწყებად, აპლიკაციის პირველ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“. 
• ნაბიჯი 1: გახსნილ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „დაწყება“
• ნაბიჯი 2: მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი და ვითიბი ბანკში რეგისტრირებული თქვენი მობილურის ნომერი
• ნაბიჯი 3: მიუთითეთ მობილურზე მიღებული ერთჯერადი სმს კოდი
• ნაბიჯი 4: აირჩიეთ ვერიფიკაციის სასურველი მეთოდი: ბარათის მონაცემებით ან ელ. ფოსტაზე მიღებული ერთჯერადი კოდით

• ნაბიჯი 5:
  • თუ აირჩიეთ ბარათის მონაცემებით ვერიფიკაცია, მიუთითეთ ბარათის პირველი 6 და ბოლო 4 ციფრი, ბარათის ვადა და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
  • თუ აირჩიეთ ელ. ფოსტით ვერიფიკაცია, მიუთითეთ ბანკში რეგისტრირებულ ელ. ფოსტაზე მიღებული ერთჯერადი კოდი და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“

• ნაბიჯი 6: მიუთითეთ მომხმარებლის თქვენთვის სასურველი სახელი. (გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებლის სახელი უნიკალურია და თქვენ ვერ აირჩევთ სხვის მიერ გამოყენებულ სახელს). შემდეგ მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ მომდევნო ველში. (გაითვალისწინეთ, რომ პაროლი უნდა აკმაყოფილებდეს მობაილბანკში მითითებულ უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს. ორივე ველში მითითებული პაროლი უნდა იყოს იდენტური.) დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“.
• ნაბიჯი 7: თქვენ უკვე დარეგისტრირდით მობაილბანკზე. შექმნილი მომხმარებლის სახელით და პაროლით უკვე შეძლებთ როგორც მობაილბანკის, ასევე ინტერნეტბანკის გამოყენებას.

როგორ შევიდე მობაილბანკში?
მობაილბანკში პირველად შესასვლელად გახსენით აპლიკაცია და მიუთითეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი. შემდეგ გვერდზე მიუთითეთ ბანკში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიღებული ერთჯერადი სმს კოდი.
იმისათვის, რომ მომავალში უფრო მარტივად და სწრაფად მიიღოთ წვდომა თქვენს ანგარიშებზე, მობაილბანკის პარამეტრებში გაააქტიურეთ მარტივი შესვლის რომელიმე მეთოდი: 
• პასკოდი (5-ნიშნა კოდით შესვლა)
• ბიომეტრია (თითის ანაბეჭდით ან სახის სკანით შესვლა), მხოლოდ თავსებად ტელეფონებზე

როგორ გავააქტიურო მარტივი შესვლა მობაილბანკში?
მარტივი შესვლის გასააქტიურებლად 
• ნაბიჯი 1: შედით („დალოგინდით“) მობაილბანკში,
• ნაბიჯი 2: დააჭირეთ ავატარს მთავარი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში
• ნაბიჯი 3: გახსნილ გვერდზე დააჭირეთ უსაფრთხოების ღილაკს
• ბანიჯი 4: ჩამონათვალში აირჩიეთ უსაფრთხოების დონის არჩევა
• ნაბიჯი 5: გაააქტიურეთ შესვლის და ავტორიზაციის თქვენთვის სასურველი მეთოდი:
  • პასკოდი (შესვლა და ტრანზაქციების ვერიფიკაცია 5-ნიშნა კოდით)
  • ბიომეტრია (შესვლა და ტრანზაქციების ვერიფიკაცია თითის ანაბეჭდით ან სახის სკანერით. ხელმისაწვდომია მხოლოდ თავსებად მობილურ ტელეფონებზე.)

როგორ მოვიქცე თუ არ მახსოვს პაროლი?
თუ არ გახსოვთ პაროლი, შესვლის გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „დაგავიწყდათ პაროლი?“
• ნაბიჯი 1: გახსნილ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „დაწყება“
• ნაბიჯი 2: მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი და ვითიბი ბანკში რეგისტრირებული თქვენი მობილურის ნომერი
• ნაბიჯი 3: მიუთითეთ მობილურზე მიღებული ერთჯერადი სმს კოდი
• ნაბიჯი 4: აირჩიეთ ვერიფიკაციის სასურველი მეთოდი: ბარათის მონაცემებით ან ელ ფოსტაზე მიღებული ერთჯერადი კოდით
• ნაბიჯი 5:
  • თუ აირჩიეთ ბარათის მონაცემებით ვერიფიკაცია, მიუთითეთ ბარათის პირველი 6 და ბოლო 4 ციფრი, ბარათის ვადა და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
  • თუ აირჩიეთ ელ. ფოსტით ვერიფიკაცია, მიუთითეთ ბანკში რეგისტრირებულ ელ. ფოსტაზე მიღებული ერთჯერადი კოდი და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
ბანკში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მოგივათ განახლებული ერთჯერადი პაროლი, რომლითაც შეძლებთ მობაილბანკში შესვლას. გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხოების მიზნით თქვენ მოგიწევთ სმს-ით მიღებული პაროლის შეცვლა პირველივე შესვლაზე.

რატომ ვერ ვტვირთავ მობაილბანკის აპლიკაციას მობილურ ტელეფონში?
ამის 2 ძირითადი მიზეზი არსებობს:
• მობილურ ტელეფონს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა. მობილურზე გაიაქტიურეთ მობილური ინტერნეტი ან დაუკავშირდით მოქმედ უსადენო ინტერნეტს, ე.წ. WiFi-ს.
• მობილურ ტელეფონში არ არის საკმარისი თავისუფალი მეხსიერება. წაშალეთ არასასურველი ფაილები ან აპლიკაციები და ხელახლა სცადეთ აპლიკაციის ჩამოტვირთვა.

რატომ ვერ ვხსნი ჩამოტვირთულ აპლიკაციას?
წესით ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. თუმცა, თუ მაინც ხდება, შესაძლოა მობილურ ტელეფონში არ იყოს საკმარისი მეხსიერება. წაშალეთ არასასურველი ფაილები ან აპლიკაციები და ხელახლა სცადეთ აპლიკაციის გახსნა. თუ მაინც არ გაიხსნა, დაგვიკავშირდით კონტაქტ ცენტრში (032) 224 24 24 და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგეხმაროთ.

რატომ ვერ შევდივარ ახალ მობაილბანკში ძველი მობაილბანკის პაროლით?
2020 წელს ვითიბი ბანკმა შექმნა და მომხმარებლებს წარუდგინა სრულიად განახლებული ინტერნეტბანკი, ხოლო 2021 წელს - განახლებული მობაილბანკი. ორივე პროდუქტი დაიწერა სრულიად განახლებულ პლატფორმაზე, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, სისწრაფეს და კომფორტს მომხმარებლებისთვის. 2020 წლის თებერვალში ჩვენ ერთჯერადად გადმოვიტანეთ ინტერნეტბანკის და მობაილბანკის ყველა მომხმარებლის სახელი და პაროლი ახალ სისტემებში. თუმცა, თუ თქვენ მას შემდეგ განაახლეთ პაროლი, თქვენ ვერ შეძლებთ ახალ მობაილბანკში შესვლას ძველ სისტემაში განახლებული პაროლის გამოყენებით.
მობაილბანკში შესასვლელად გთხოვთ განაახლოთ პაროლი ახალ მობაილბანკში.

რატომ არ მიჩანს მობაილბანკში დამატებული ახალი ფუნქციები?
შესაძლოა თქვენი მობაილბანკი არ არის განახლებული უახლეს ვერსიაზე. მობაილბანკის აპლიკაციის განსაახლებლად გახსენით აპლიკაციების „სთორი“, მოძებნეთ ვითიბი ბანკის მობაილბანკის აპლიკაცია და დააჭირეთ განახლების ღილაკს. იმისათვის, რომ მუდმივად განახლებული გქონდეთ მობაილბანკის აპლიკაცია, მობილური ტელეფონის პარამეტრებში გაააქტიურეთ აპლიკაციების ავტომატური განახლების ფუნქცია.

როგორ შევავსო მობილურის ბალანსი?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში და დააჭირეთ ღილაკს „შევსება“
• ნაბიჯი 2: ჩაწერეთ მობილურის ნომერი ან აირჩიეთ ტელეფონის კონტაქტებიდან.
მიუთითეთ სასურველი თანხა ან აირჩიეთ სასურველი პაკეტი და დააჭირეთ „შემდეგს“
• ბანიჯი 3: გადაამოწმეთ ოპერაციის დეტალები და დაადასტურეთ ოპერაცია


როგორ გადავიხადო კომუნალური ან სხვა გადახდები?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: გადადით გადახდების გვერდზე და სიაში აირჩიეთ „გადახდები“
• ნაბიჯი 3: გახსნილ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „გადახდა“
• ნაბიჯი 4: აირჩიეთ სასურველი კატეგორია

• ნაბიჯი 5: გამოიყენეთ ძებნა ან აირჩიეთ პროვაიდერების სიიდან
• ნაბიჯი 6: მიუთითეთ იდენტიფიკატორი ანუ აბონენტის ნომერი და დააჭირეთ შემოწმებას 
• ნაბიჯი 7: მიუთითეთ სასურველი გადასახდელი თანხა და ანგარიში და დააჭირეთ ღილაკს გადახდა
• ნაბიჯი 8: გადაამოწმეთ გადახდის დეტალები და დაადასტურეთ ოპერაცია.
მომავალი გადახდების გასამარტივებლად, შეინახეთ გადახდა შაბლონებში. სერვისის ნაწილზე დავალიანება ავტომატურად მოიქაჩება პროვაიდერისგან. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ შაბლონის ჯგუფები - მაგალითად სახლის ჯგუფი, აგარაკის ჯგუფი - და ჯგუფში შეიტანოთ მასთან დაკავშირებული ყველა გადახდა - ელ. ენერგია, გაზი, წყალი, დასუფთავება, ინტერნეტი, ტელევიზია და სხვა.

როგორ გადავიხადო პატრულის ან პარკინგის ჯარიმა?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: გადადით გადახდების გვერდზე და სიაში აირჩიე „პარკირება, ჯარიმები“
• ნაბიჯი 3: კატეგორიების სიიდან აირჩიეთ „ჯარიმა“
• ნაბიჯი 4: სიიდან აირჩიეთ საპარტულო ჯარიმები, ან პარკირების პროვაიდერები

• ნაბიჯი 5: გახსნილ გვერდზე შესაბამის ველებში მიუთითეთ საჯარიმო ქვითრის ნომერი და მანქანის სახელმწიფო ნომერი, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შემოწმება“
• ნაბიჯი 6: გადაამოწმეთ გამოტანილი ინფორმაცია ჯარიმის შესახებ და, თუ ეთანხმებით, აირჩიეთ ანგარიში და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
• ნაბიჯი 7: გადაამოწმეთ გადახდის დეტალები და დაადასტურეთ ოპერაცია

როგორ შევიძინო პარკირების საშვი?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: გადადით გადახდების გვერდზე და სიაში აირჩიეთ „პარკირება, ჯარიმები“
• ნაბიჯი 3: კატეგორიებიდან აირჩიეთ „პარკირება“
• ნაბიჯი 4: სიაში აირჩიეთ სასურველი ქალაქის პარკინგის კომპანია
• ნაბიჯი 5: აირჩიეთ სერვისი, გახსნილ გვერდზე შესაბამის ველებში მიუთითეთ მანქანის სახელმწიფო ნომერი და პირადი ნომერი, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შემოწმება“
• ნაბიჯი 6: გადაამოწმეთ გამოტანილი ინფორმაცია და, თუ ეთანხმებით, აირჩიეთ ანგარიში და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
• ნაბიჯი 7: გადაამოწმეთ გადახდის დეტალები და დაადასტურეთ ოპერაცია

როგორ დავაკონვერტირო თანხა?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: გადადით გადახდების გვერდზე და სიაში აირჩიეთ „კონვერტაცია“
• ნაბიჯი 3: აირჩიეთ იმ ვალუტის ანგარიში, რომლის გაყიდვაც გსურთ
• ნაბიჯი 4: შემდეგ აირჩიეთ იმ ვალუტის ანგარიში, რომლის შეძენაც გსურთ
• ნაბიჯი 5: მიუთითეთ გასაყიდი თანხა და მობაილბანკი დაგიანგარიშებთ რა თანხას მიიღებთ მეორე ვალუტაში. თუ მიუთითებთ საყიდელ თანხას, დაგიანგარიშებთ რა თანხის გაყიდვა იქნება საჭირო. გაითვალისწინეთ, მობაილბანკით დღეში 20,000 ₾-ის ჯამური მოცულობის კონვერტაციებზე მოქმედებს შეღავათიანი კონვერტაციის კურსი. ანუ თქვენ უკეთეს კურსში დააკონვერტირებთ თანხას, ვიდრე ამას ბანკის ფილიალში შეძლებდით.
• ნაბიჯი 6: გადაამოწმეთ კონვერტაციის დეტალები და, თუ ეთანხმებით, დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
• ნაბიჯი 7: გადაამოწმეთ კონვერტაციის დეტალები და დაადასტურეთ ოპერაცია

როგორ გადავურიცხო თანხა სხვას?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: გადადით გადახდების გვერდზე და სიაში აირჩიეთ „გადარიცხვა სხვასთან“
• ნაბიჯი 3: მიუთითეთ თანხის მიმღების სახელი და გვარი ან კომპანიის სახელი
• ნაბიჯი 4: მიუთითეთ თანხის მიმღების IBAN ანგარიშის ნომერი (თუ ანაგრიში ვითიბი ბანკშია გახსნილი, მიმღების სახელი შეივსება ავტომატურად)
• ნაბიჯი 5: მიუთითეთ ანგარიში, საიდანაც გსურთ თანხის გადარიცხვა და გადასარიცხი თანხა
• ნაბიჯი 6: მიუთითეთ გადარიცხვის დანიშნულება, მაგალითად „პირადი გადარიცხვა“ და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
• ნაბიჯი 7: გადაამოწმეთ გადარიცხვის დეტალები და დაადასტურეთ ოპერაცია
მომავალი გადარიცხვების გასამარტივებლად, შეინახეთ გადარიცხვა შაბლონებში. გადარიცხვის გვერდზე შაბლონის არჩევისას ყველა ველი ავტომატურად შეივსება. თუმცა თქვენ შეძლებთ დეტალების კორექტირებას, მაგალითად თანხის ან დანიშნულების შეცვლას.

როგორ გადავრიცხო თანხა ხაზინაში?
გაითვალისწინეთ, რომ ხაზინაში თანხის გადარიცხვა შეუძლია როგორც ხაზინასთან აგარიშვალდებულ პირს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს მისი სახელით. ორივე შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ გადარიცხვის მიზნობრიობის შესაბამისი სახაზინო კოდი, სხვის მაგივრად გადარიცხვის შემთხვევაში კი - დამატებით, იმ პირის სახელი და გვარი და პირადი ნომერი, ვის მაგივრადაც გსურთ თანხის გადარიცხვა.
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: გადადით გადახდების გვერდზე და სიაში აირჩიეთ „გადარიცხვა ხაზინაში“
• ნაბიჯი 3: პირველ რიგში აირჩიეთ თქვენ სახელზე გსურთ გადარიცხვის შესრულება, თუ სხვის 
• ნაბიჯი 4: მიუთითეთ სახაზინო კოდი ან ააწყეთ ის ძებნის ღილაკზე დაჭერით და შეამოწმეთ მიმღების დეტალები, რომელიც მითითებული სახაზინო კოდის შესაბამისად შეივსება ავტომატურად
• ნაბიჯი 5: მიუთითეთ ანგარიში, საიდანაც გსურთ თანხის გადარიცხვა და გადასარიცხი თანხა და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
• ნაბიჯი 7: გადაამოწმეთ გადარიცხვის დეტალები და დაადასტურეთ ოპერაცია
მომავალი გადარიცხვების გასამარტივებლად, შეინახეთ გადარიცხვა შაბლონებში. გადარიცხვის გვერდზე შაბლონის არჩევისას ყველა ველი ავტომატურად შეივსება. თუმცა თქვენ შეძლებთ დეტალების კორექტირებას, მაგალითად თანხის ან დამატებითი დანიშნულების შეცვლას.

როგორ ვნახო ამონაწერი?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში, პირველივე გვერდზე ნახავთ უახლეს ტრანზაქციებს.
• ნაბიჯი 2. დეტალური ამონაწერის სანახავად გადადით სასურველ ანგარიშზე.
• ნაბიჯი 3. დააჭირეთ ფილტრის ღილაკს და სასურველი ფილტრების გამოყენებით გაიმარტივეთ ტრანზაქციის ძებნის პროცესი.
შესაძლებლობა გაქვთ დააექსპორტოთ როგორც ამონაწერი, ასევე კონკრეტული ტრანზაქცია ან/და გაუზიაროთ ის სხვას.

სად ვნახო ჩემი სესხები?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: პირველივე გვერდზე დააჭირეთ -ის ნიშანს და თქვენი სესხებიც გამოჩნდება.
• ნაბიჯი 3: სესხის დეტალების სანახავად დააჭირეთ სასურველ სესხს
• ნაბიჯი 4: სხვადასხვა თაბებზე გადასვლით შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი ინფორმაცია - სესხის გრაფიკი, დაფარვის ისტორია, სესხის პირობები და სხვა

როგორ ვნახო რამდენი არის მიმდინარე გადასახადი და როდის მიწევს გადახდა?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: პირველივე გვერდზე დააჭირეთ -ის ნიშანს და თქვენი სესხებიც გამოჩნდება. სესხების სიაში მარჯვენა კუთხეში გამოგიჩნდებათ მომდევნო გადასახდელი თანხა და გადახდის თარიღი.


როგორ ვნახო სესხის გადახდის გრაფიკი და უკვე გადახდილი თანხები?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: პირველივე გვერდზე დააჭირეთ -ის ნიშანს და თქვენი სესხებიც გამოჩნდება
• ნაბიჯი 3: ჩამონათვალიდან დააჭირეთ თქვენთვის სასურველ სესხს
• ნაბიჯი 4: გახსნილ გვერდზე დააჭირეთ -ის ნიშანს
• ნაბიჯი 5ა: სესხის გრაფიკის სანახავად დააჭირეთ თაბს "გრაფიკი", 
• ნაბიჯი 5ბ: სესხის დაფარვების სანახავად დააჭირეთ თაბს "ისტორია"

შემიძლია ავიღო სესხი მობაილბანკით?
ამ ეტაპზე სესხის აღებას მობაილბანკით სამწუხაროდ ვერ შეძლებთ. ამისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ვიდეობანკში: videobank.ge ან ეწვიოთ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

როგორ დავფარო სესხი წინსწრებით?
ამ ეტაპზე სესხის წინსწრებით დაფარვას მობაილბანკით ვერ შეძლებთ. ამისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ვიდეობანკში: videobank.ge ან ეწვიოთ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

სად ვნახო ჩემი ანაბრები?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: პირველივე გვერდზე დააჭირეთ -ის ნიშანს და თქვენი ანაბრებიც გამოჩნდება
• ნაბიჯი 3: დააჭირეთ სასურველ ანაბარს და ნახეთ მისი დეტალები და პირობები

როგორ დავამატო თანხა ანაბარზე?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: გადადით გადახდების გვერდზე და სიაში აირჩიეთ „გადარიცხვა ჩემ ანგარიშებზე"
• ნაბიჯი 3: აირჩიეთ ანგარიში, საიდანაც გსურთ ანაბარზე თანხის გადატანა

• ნაბიჯი 4: აირჩიეთ ანაბრის ანგარიში, რომლის შევსებაც გსურთ
• ნაბიჯი 5: მიუთითეთ გადასატანი თანხა და დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი"
• ნაბიჯი 6: გადაამოწმეთ გადარიცხვის დეტალები და დაადასტურეთ ოპერაცია

შემიძლია თუ არა ანაბრის გახსნა მობაილბანკით?
ამ ეტაპზე ანაბრის გახსნას მობაილბანკით სამწუხაროდ ვერ შეძლებთ, ამისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ვიდეობანკში: videobank.ge ან ეწვიოთ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

როგორ დავარღვიო ანაბარი?
ამ ეტაპზე ანაბრის დარღვევას მობაილბანკით სამწუხაროდ ვერ შეძლებთ, ამისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ვიდეობანკში: videobank.ge ან ეწვიოთ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

ვერიფიკაციისთვის საჭირო სმს კოდი არ მომივიდა და როგორ მოვიქცე?
ხანდახან სმს-ები აგვიანებს ბანკის ან მობილური კავშირგაბმულობის პროვაიდერის გამო. თუ თქვენ დროულად არ მოგივიდათ სმს, გთხოვთ დააჭიროთ სმს-ის ხელმეორედ გამოგზავნის ღილაკს.
ასევე, გთხოვთ დააკვირდეთ, ხომ ნამდვილად იმ ნომერზე იგზავნება სმს, რომელზეც ელოდებით მიღებას. ბანკი სმს ვერიფიკაციის კოდებს აგზავნის იმ მობილურის ნომერზე, რომელიც მომხმარებელს ბანკის ბაზაში აქვს დარეგისტრირებული. თუ ნომერი არ ემთხვევა დღეს თქვენ მიერ გამოყენებულ ნომერს, გხოვთ გვეწვიოთ ნებისმიერ ფილაილში და განაახლოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. 

რატომ არ მოქმედებს ძველ მობაილბანკში გააქტიურებული მარტივი შესვლის ფუნქცია ახალ მობაილბანკში?
ახალ მობაილბანკში პირველი შესვლის დროს თქვენ მოგიწევთ სრული ავტორიზაციის გავლა მომხმარებლის სახელის, პაროლის და ერთჯერადი სმს კოდის მითითებით. თუმცა პირველი შესვლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ გაააქტიუროთ მარტივი შესვლის ფუნქცია. ამისათვის, გთხოვთ იხილოთ მარტივი შესვლის გააქტიურების ინსტრუქცია დოკუმენტის დასაწყისში.

როგორ დავბლოკო ბარათი?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: პირველივე გვერდზე დააჭირეთ -ის ნიშანს, რომ გადახვიდეთ ბარათების გვერდზე.
• ნაბიჯი 3: სიაში დააჭირეთ სასურველ ბარათს
• ნაბიჯი 4: დააჭირეთ ნიშანს 
• ნაბიჯი 5: გახსნილ გვერდზე გადაწიეთ ბარათის დაბლოკვის ღილაკს მარჯვნივ 
• ნაბიჯი 6: აირჩიეთ დაბლოკვის მიზეზი* დაასრულეთ მოქმედება.
* გაითვალისწინეთ: ბარათის დისტანციურ განბლოკვას შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბლოკვისას აირჩევთ „დროებით დაბლოკვას“. სხვა შემთხვევებში, ბარათის ისევ განსაბლოკად, მოგიწევთ ფილიალში ვიზიტი.

რატომ ვერ ვაკეთებ ბარათის განბლოკვას?
ბარათის დისტანციური განბლოკვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ბარათის დაბლოკვა მოხდა „დროებითი დაბლოკვის“ სტატუსით. სხვა შემთხვევაში ბარათის განსაბლოკად გთხოვთ ეწვიოთ ფილიალს.

როგორ გავაზიარო ანგარიში?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში და პირველივე გვერდზე დააჭირეთ სასურველ ანგარიშს
• ნაბიჯი2: ანგარიშის დეტალების გვერდზე დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ გაზიარების ღილაკს 
• ნაბიჯი 3: აირჩიეთ გაზიარების სასურველი მეთოდი და ინფორმაციის მიმღები

როგორ შევცვალო მომხმარებლის სახელი / პაროლი?
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში და პირველივე გვერდზე დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ ავატარს
• ნაბიჯი 2: პროფილის გახსნილ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „უსაფრთხოება“
• ნაბიჯი 3: სიაში აირჩიეთ „სახელის შეცვლა“ ან „პაროლის შეცვლა“
• ნაბიჯი 4ა: მომხმარებლის სახელის შესაცვლელად მიუთითეთ ახალი მომხმარებლის სახელი (ის არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა მომხმარებლის მიერ), დაადასტურეთ პაროლით და დააჭირეთ დასტურის ღილაკს.
• ნაბიჯი 4ბ: პაროლის შესაცვლელეად პირველ ველში მიუთითეთ მოქმედი პაროლი, ხოლო მეორე და მესამე ველებში ახალი სასურველი პაროლი. ახალი პაროლი უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს. მეორე და მესამე ველებში მითითებული ინფორმაცია უნდა იყოს ერთმანეთის იდენტური. 
• ნაბიჯი 5: ქმედება დაადასტურეთ დასტურის ღილაკზე დაჭერით

როგორ ვნახო ბონუს ქულები?
ბონუს ქულების სანახავად შედით მობაილბანკში და პირველივე გვერდზე დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ ავატარს. დაგროვილი ბონუს ქულები გამოგიჩნდებათ გახსნილ გვერდზე. 1 ქულა = 1 ლარს.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე ბონუს ქუულების გამოყენებას ვერ შეძლებთ მობაილბანკში, თუმცა ეს შესაძლებლობა უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი

როგორ გავანაღდო ბუნუს ანგარიშზე არსებული ნაშთი?
ბონუს ანგარიშზე თქვენ ბალანსზე არის ლარები და არა ბონუს ქულები. მათ გასანაღდებლად:
• ნაბიჯი 1: შედით მობაილბანკში
• ნაბიჯი 2: გადადით გადახდების გვერდზე, სიაში აირჩიეთ გადარიცხვები „ჩემს ანგარიშებზე“
• ნაბიჯი 3: პირველ ველში აირჩიეთ ბონუს ანგარიში.
• ნაბიჯი 4: მეორე ველში აირჩიეთ ანგარიში, რომელზეც გსურთ ბონუს თანხის გადატანა.
• ნაბიჯი 5: მიუთითეთ გასანაღდებელი თანხა და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
• ნაბიჯი 6: გადაამოწმეთ გადარიცხვის დეტალები და დაადასტურეთ ოპერაცია

როგორ ვნახო ჩემი საპენსიო დანაზოგი?
დროებით ეს ინფორმაცია მობაილბანკში ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.

ჩვენთან მარტივია - ვითიბი ბანკი

დისტანციური ბანკინგის სხვა პროდუქტები

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები