შესვლა iVTB - ბანკთან ურთიერთობის ახალი გზა

ვითიბი ბანკის ახალი ინტერნეტ ბანკი - iVTB საშუალებას გაძლევთ, დისტანციურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მართოთ საკუთარი ანგარიშები, შეასრულოთ გადარიცხვები, მიიღოთ ინფორმაცია სესხებზე და დეპოზიტებზე, გადაიხადოთ კომუნალური და სხვა მომსახურების საფასური, შექმნათ გადახდის კალათები, შეუკვეთოთ საბანკო პროდუქტები და გააგზავნოთ ბანკში საკრედიტო განაცხადები, Drag and Drop ფუნქციით მარტივად და ოპერატიულად განახორციელოთ სასურველი ოპერაცია მთავარ გვერდზე.

iVTB - ის საშუალებით შესაძლებელია:

  • შეამოწმოთ კონკრეტული ანგარიშის ნაშთი
  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშებზე არსებული ჯამური ნაშთების შესახებ პროდუქტების ჭრილში
  • შეამოწმოთ თქვენი ჯამური აქტივები და ვალდებულებები
  • მიიღოთ ამონაწერი
  • მიიღოთ დინამიური ამონაწერი პარამეტრების მოქნილი მართვის ფუნქციით
  • ნახოთ ტრანზაქციის დეტალები
  • მიიღოთ და დაბეჭდოთ ინფორმაცია ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ
  • ნახოთ და დაბეჭდოთ საბუთები
  • გადარიცხვები საკუთარ ანგარიშებს შორის
  • გადარიცხვები ბანკის შიგნით
  • გადარიცხვები საქართველოს მოქმედ ბანკებში (GEL) 
  • გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში
  • დააკონვერტიროთ თანხა
  • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა მომსახურების საფასური
  • შექმნათ გადახდის კალათები და თავად დააპროექტოთ თითოეული კალათის შემადგენლობა
  • შექმნათ რეგულარული გადახდის დავალებები (Standing Order)
  • შექმნათ ავტომატური გადახდის დევალებები (Direct Debit)
  • შექმნათ და გამოიყენოთ შაბლონები
  • შეავსოთ მობილური სასაუბრო ბალანსი
  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენი დეპოზიტებისა და კრედიტების შესახებ
  • ნახოთ კრედიტის გადახდების ისტორია და გრაფიკი
  • შეავსოთ დეპოზიტი
  • დაფაროთ კრედიტი
  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენი საბანკო ბარათების შესახებ
  • დაბლოკოთ/განბლოკოთ ბარათი
  • შეიტყოთ ვალუტის გაცვლითი კურსები
  • შეავსოთ და გააგზავნოთ განაცხადები ბანკში
  • გაეცნოთ ბანკის შეთავაზებებს
  • გაეცნოთ და მიიღოთ კონკრეტულად თქვენთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზება
  • გაეცნოთ სიახლეებს
  • აწარმოოთ მიმოწერა ბანკთან, iVTB საფოსტო ყუთის გამოყენებით
  • შეცვალოთ ანგარიშ(ებ)ის დასახელება თქვენთვის სასურველი სახელით
  • შეცვალოთ პაროლი
  • შეცვალოთ ბანკში დაფიქსირებული თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
  • დააკონფიგურიროთ ინფორმაციული სმს შეტყობინებების მიღების პარამეტრები, ანგარიშების ჭრილში

თქვენი ანგარიშების უსაფრთხოების მიზნით, ინტერნეტ ბანკში შესვლამდე დარწმუნდით, რომ იმყოფებით ინტერნეტ გვერდზე www.ivtb.ge, აღნიშნულის გადამოწმება შეგიძლიათ ვებ-ბრაუზერზე არსებულ ან გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში მოთავსებულ ბოქლომის ნიშანზე დაჭერით, სადაც იღებთ ინფორმაციას უსაფრთხოების სერთიფიკატების შესახებ;

არ დატოვოთ კომპიუტერი/მოწყობილობა კონტროლის გარეშე, თუ თქვენ ავტორიზებული ხართ ინტერნეტ ბანკში;

არ გაანდოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი სხვა პირებს;

არ შეინახოთ კონფიდენციალური ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, პაროლი, ავტორიზაციის კოდი) კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურ ტელეფონში პაროლით დაუცველ ფაილებში;

არ გაგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ მსგავსი ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით; თუ თქვენ მიიღებთ მსგავსი მოთხოვნის შემცველ წერილს, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე +995 32 224 24 24, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ და წაშალეთ წერილი;

ინტერნეტ ბანკში მუშაობის დასრულების შემდგომ, უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, აუცილებლად ისარგებლოთ ღილაკით "გამოსვლა";

ამასთან, გაცნობებთ, რომ ინტერნეტ ბანკში 10 წუთის განმავლობაში უმოქმედობის შემთხვევაში, სესია ამოიწურება.

რეგისტრაცია უფასო
მომსახურება უფასო
ოპერაციების განხორციელება ანგარიშის მომსახურების ტარიფების შესაბამისად

 

მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება

პროდუქტის რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.
ვითიბი ბანკის ქოლ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია დისტანციურად:

  • ბანკის ქოლ ცენტრში დარეკვით +995 32 224 24 24
  • ინტერნეტ ბანკის ავტორიზაციის გვერდიდან www.ivtb.ge 

რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენ გადმოგეცემათ iVTB-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

VTB Mobile-ით სარგებლობის შემთხვევაში, ინტერნეტ ბანკის გამოყენება შესაძლებელია დამატებითი რეგისტრაციის გარეშე, VTB Mobile-ის მომხმარებლის სახელითა და პაროლით.

ავტორიზაცია

ინტერნეტ ბანკში შესვლა/ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის სახელის, პაროლისა და ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით, რომელიც გამოგეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

ინტერნეტ ბანკის გამოყენების ინსტრუქცია

ვიდეო ინსტრუქცია

შესაძლებლობები
რეგისტრაცია
შესვლა
მთავარი გვერდი
მარცხენა ფუნქციური მენიუ
ანგარიშები
დეპოზიტები
კრედიტები
გადახდები
გადარიცხვა
კონვერტაცია
რეგულარული დავალება
განაცხადები
ზედა დამხმარე მენიუ
უსაფრთხოება

დისტანციური ბანკინგის სხვა პროდუქტები

SMS ბანკინგი
ვითიბი ბანკი გთავაზობთ SMS ბანკინგის მომსახურებას.
ქოლ სერვისი
24 საათის განმავლობაში მიიღეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე.
VTB Mobile Bank - ბანკთან ურთიერთობის ახალი გზა
VTB Mobile - iOS და ANDROID ოპერაციული სისტემის მოწყობილობებისთვი

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები