დაგვირეკეთ VTB Video Bank

VTB Video Bank - ვითიბი ბანკის ექსკლუზიური მომსახურებაა, რომელიც ბანკის კლიენტებს საშუალებას აძლევს დისტანციურად, ბანკის თანამშრომელთან პირისპირ კომუნიკაციით (ვიდეო ზარის გამოყენებით) შეასრულონ ნებისმიერი უნაღდო საბანკო ოპერაცია.

როგორ შეიძლება ვიდეო ბანკით სარგებლობა?

VTB Video Bank-ით სარგებლობისათვის:

  • გადმოიწერეთ აპლიკაცია Apple Store ან Google Play Store -დან. შეიყვანეთ თქვენი ინტერნეტ/მობაილ ბანკის იუზერი და პაროლი და სისტემაში შესვლის შემდგომ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოპერატორს ვიდეო ზარით. 
  • მართეთ ვებ-გვერდს https://videobank.ge შეიყვანეთ თქვენი ინტერნეტ/მობაილ ბანკის იუზერი და პაროლი და სისტემაში შესვლის შემდგომ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოპერატორს ვიდეო ზარით.
  • ეწვიეთ ვითიბი ბანკის ფილიალს, სადაც განთავსებულია ვიდეო ბანკით მომსახურების სივრცე.   

 

როდის შეიძლება ვიდეო ბანკით სარგებლობა?

ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია  ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

რომელ ფილიალში შეიძლება ვიდეო ბანკით სარგებლობა?

  • ცენტრალურ ფილიალი - გ. ჭანტურიას ქ. 14
  • საბურთალოს ფილიალი - ვაჟა-ფშაველას გამზ. 21
  • გლდანის ფილიალი - ხიზანიშვილის ქ. 3


ვიდეო ბანკში შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება:

  • ზოგადი მომსახურება
    • ზოგადი ინფორმაციის გაცემა/ კონსულტაცია
    • ანგარიშის  შესახებ ინფორმაციის გაცემა ამონაწერის გაცემა
    • ანგარიშის რეკვიზიტების გაცემა
    • SWIFT-ის ამონაწერის გაცემა
  • უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციები
    • უნაღდო კონვერტაცია
    • გადარიცხვა საკუთარ ანგარიშებს შორის 
    • გადარიცხვა ბანკის შიგნით ეროვნულ/უცხოურ ვალუტაში
    • გადარიცხვა ბანკის გარეთ  ეროვნულ/უცხოურ ვალუტაში
    • საბიუჯეტო გადარიცხვა
    • თანხის განაღდება/ჩარიცხვა SMS კოდით
  • ანგარიშთან დაკავშირებული მომსახურება
    • მიმდინარეანგარიშის გახსნა ფიზიკური პირისთვის
    • მიმდინარე ანგარიშის დახურვა ფიზიკური პირისთვის
    • საბარათე ანგარიშის გახსნა ფიზიკური პირისთვის
    • პაკეტური შეთავაზების რეგისტრაცია
  • ბარათებთან  დაკავშირებული მომსახურება
    • ახალი ბარათის შეკვეთა
    • ბარათის განახლება (ვადის გაგრძელება)
    • ბარათის აღდგენა ( PIN კოდის დავიწყებისას, ბარათის დაზიანებისას, დაკარგვისას და ა.შ.)
    • დამატებითი ბარათის დამზადება
    • საბარათე ანგარიშის უსაფრთხოების სერვისის რეგისტრაცია
    • ბარათზე ვალუტის პრიორიტეტის ცვლილება
    • განაღდების დღიური ლიმიტის ცვლილება
    • ბარათის დაბლოკვა/ბლოკის მოხსნა ადგილობრივი/საერთაშორისო
  • ფულად გზავნილებთან დაკავშირებული მომსახურება
    • სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით თანხის მიღება
    • სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით თანხის გაგზავნა
    • სწრაფ ფულად გზავნილებში ცვლილების შეტანა (გაგზავნა)
  • კომუნალურ გადახდებთან დაკავშირებული მომსახურება
    • ერთჯერადი გადახდები კომუნალური მოდულით
  • ანაბრებთან და კრედიტებთან დაკავშირებული მომსახურება
    • ანაბრის გახსნა
    • ანაბრის დარღვევა
    • ანაბარზე თანხის დამატება
    • სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსება
    • ოვერდრაფტის განაცხადის შევსება
    • საკრედიტო ბარათის განაცხადის შევსება
    • განვადების ბარათის განაცხადის შევსება
    • ონლაინ კრედიტის აღება
    • სესხის განულება (ოვერდრაფტი, ონლაინ კრედიტი, სამომხმარებლო, განვადება)
    • სესხის წინსწრებით დაფარვა
  • დისტანციურ პროდუქტებთან დაკავშირებული მომსახურება
    • SMS ბანკზე რეგისტრაცია
    • ინტერნეტ ბანკზე IVTB რეგისტრაცია
    • მობაილ ბანკზე რეგისტრაცია
    • Standing Order რეგისტრაცია 
    • Standing Order გაუქმება
    • Direct Debit  რეგისტრაცია
    • Direct Debit  გაუქმება
    • დისტანციური სერვისების (ინტერნეტ ბანკი) ბლოკირება/გაუქმება
    • ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებლის სახელის და პაროლის აღდგენა
    • დისტანციური სერვისების ბლოკირებულ მომხმარებელზე ბლოკის მოხსნა

 

ვითიბი ბანკი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მუდამ ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, თუმცა გარანტირებული უსაფრთხო თანამშრომლობისთვის, მიზანშეწონილია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, თავად მომხმარებლებისგანაც.  

გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო ბანკის სერვისს წვდომა აქვს:

  • მოწყობილობის გარე მეხსიერებასთან;
  • კამერასთან და მიკროფონთან;
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სისტემასთან;
  • იყენებს “Sleep/wake” ფუნქციას, რათა დაასრულოს მიმდინარე ოპერაცია.

თავდაცვის ზომები:

  • ვიდეობანკში შესვლამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ შედიხართ ვებგვერდზე: https://videobank.ge
  • არ გაანდოთ თქვენი მომხმარებლის სახელი, პაროლი და სატელეფონო კოდი სხვა პირებს. არ შეინახოთ მსგავსი ინფორმაცია კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;
  • არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელფოსტით.
     

დისტანციური ბანკინგის სხვა პროდუქტები

SMS ბანკინგი
ვითიბი ბანკი გთავაზობთ SMS ბანკინგის მომსახურებას.
ქოლ სერვისი
24 საათის განმავლობაში მიიღეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე.
VTB Mobile Bank - ბანკთან ურთიერთობის ახალი გზა
VTB Mobile - iOS და ANDROID ოპერაციული სისტემის მოწყობილობებისთვი

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები