SMS კოდით თანხის მიღება

  • გაანაღდე თანხა ბანკომატის საშუალებით 
  • ჩარიცხე თანხა ინტერნეტ ბანკით ვითიბი ბანკში გახსნილ ნებისმიერი პირის ანგარიშზე. 

 

    1. SMS კოდის გამოყენებით თანხის გასანაღდებლად/ჩასარიცხად გაიარე ავტორიზაცია მომხმარებლის სახელით და პაროლით დისტანციურ ბანკინგინგიდან ერთ-ერთში:

    • ვიდეო ბანკი 
    • ინტერნეტ ბანკი
    • Mobile Pay-ს აპლიკაცია

    2. აირჩიე შესაბამისი სერვისი, აირჩიე ანგარიში, რომლიდანაც გსურს თანხის განაღდება, მიუთითე გასანაღდებელი თანხა და დააგენერირე SMS კოდი, რომელიც გამოგეგზავნება ბანკში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

    3. მიმართე ვითიბი ბანკის ნებისმიერ ბანკომატს, აკრიფე მიღებული კოდი, გასანაღდებელი თანხის ოდენობა და გაანაღდე თანხა. 
    ან
    მიიღე თანხა ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, სასურველ ანგარიშზე ჩარიცხვით. ამისათვის 

    • გაიარე ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში, 
    • აირჩიე შესაბამისი სერვისი, 
    • მიუთითე SMS კოდი, 
    • ჩასარიცხი თანხის ოდენობა   
    • ანგარიში რომელზეც გსურს თანხის მიღება.

    ან

    • გადაეცი SMS კოდი  ნებისმიერ მესამე პირს და მიეცი მას საშუალება თავად გაანაღდოს თანხა ბანკომტიდან ან ჩაირიცხოს ანგარიშზე ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.

    SMS კოდით თანხის განაღდება/ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგი ანაგრიშებიდან:

    • მიმდინარე
    • საბარათე (გარდა შემნახველი, განვადების და საკრედიტო ბარათისა)

    SMS კოდით თანხის მიღება ინტერნეტ ბანკის საშუალებით შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე:

    • მიმდინარე
    • საბარათე (გარდა განვადების ბარათისა)

    დასახელება / არხი

    ინტერნეტ ბანკი Mobile pay

    ვიდეო ბანკი

    სერვისით სარგებლობის საკომისიო

    0.5% მინ.1 ლარი 0.5% მინ.1 ლარი

    ანგარიშის ტარიფის შესაბამისად, რომლიდანაც ხდება თანხის განაღდება

    გასანაღდებელი/ჩასარიცხი თანხის ლიმიტი

    მინ. 10 ლარი - მაქს. 500 ლარი
    10-ის ჯერადი თანხა
    მინ. 10 ლარი - მაქს. 500 ლარი
    10-ის ჯერადი თანხა

    მინ. 20 ლარი - მაქს. 2000 ლარი
    10-ის ჯერადი თანხა

    ჩვენთან მარტივია - ვითიბი ბანკი

    უკან დაბრუნება

    ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები