თანხის განაღდება SMS კოდით

თუ ხარ ვითიბი ბანკის მომხმარებელი, თანხის გამოტანისთვის აღარ გჭირდება ბარათის ტარება ან სალაროს რიგებში დგომა, რადგან ახლა თანხის განაღდება ბანკომატებში უკვე სმს კოდითაც არის შესაძლებელი ბარათის თან ქონის გარეშე.

სერვისის გამოყენება შესაძლებელია:

  • თანხის გასანაღდებლად
  • სხვისთვის თანხის გასაგზავნად.

პროცესი მოიცავს 2 ნაბიჯს:

  • კოდის გენერირება
  • კოდის გამოყენება გასანაღდებლად ან თანხის ჩასარიცხად

 

    დააგენერირე თანხის გასანაღდებელი კოდი ვითიბის რომელიმე დისტანციურ არხში:

    • ვიდეობანკი 
    • ინტერნეტბანკი
    • მობაილფეის აპლიკაცია

    კოდის გენერირება ვიდეობანკში

    • ეწვიე ვებ-გვერდს videobank.ge
    • დარეკე ვიდეობანკში და ოპერატორთან მოითხოვე sms კოდით თანხის განაღდება;
    • მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებ კოდს, შემდგომ თანხის განაღდებისთვის/გასაგზავნად.

    კოდის გენერირება ინტერნეტბანკში:

    • ეწვიე ინტერნეტბანკს ivtb.ge და გაიარე ავტორიზაცია;
    • მთავარ მენიუში აირჩიე კატეგორია „ფულადი გზავნილები“, ქვემენიუში კი - „გაგზავნა“და დააჭირე ღილაკს „განაღდება SMS კოდით“;
    • მიუთითე გასანაღდებელი თანხა და აირჩიე ანგარიში, რომლიდანაც გსურს თანხის განაღდება, 
    • მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებ კოდს, შემდგომ თანხის განაღდებისთვის/გასაგზავნად.

    კოდის გენერირება მობაილფეის აპლიკაციით:

    • გახსენი აპლიკაცია და მთავარ მენიუში აირჩიე „განაღდება SMS კოდით“;
    • აირჩიე „SMS კოდის გენერაცია“ და ბარათი საიდანაც გსურს განაღდება;
    • მიუთითე თანხა და დააჭირე ღილაკს „გაგზავნა“;
    • SMS კოდი გამოგიჩნდება ეკრანზე.

    ვითიბი ბანკის ნებისმიერ ბანკომატზე აკრიფე გადარიცხვის კოდი და მისაღები თანხა. ინფორმაციის სწორად მითითების შემთხვევაში ბანკომატი გასცემს მოთხოვნილ თანხას ბარათის გარეშე.

    თუ გსურს, რომ სხვას გაუგზავნო თანხა, გაუზიარე მას დაგენერირებული კოდი და თანხა. ამ ინფორმაციის მიმღები შეძლებს გამოიტანოს თანხა ბანკომატიდან ან ჩაირიცხოს თანხა ვითიბი ბანკის ანგარიშზე ინტერნეტბანკით.

    •  თანხის გასანაღდებლად კოდის მიმღებმა ვითიბი ბანკის ნებისმიერ ბანკომატზე უნდა აკრიფოს გადარიცხვის კოდი და მისაღები თანხა. ინფორიაციის სწორად მითითების შემთხვევაში ბანკომატი გასცემს მოთხოვნილ თანხას.

    •  თანხის ვითიბი ბანკის ანგარიშზე ჩასარიცხად:

    • კოდის მიმღები უნდა ეწვიოს ინტერნეტბანკს ivtb.ge და გაიაროს ავტორიზაცია;
    • მთავარ მენიუში აირჩიოს კატეგორია „ფულადი გზავნილები“, ქვემენიუში კი - „მიღება“ და დააჭიროს ღილაკს „ჩარიცხვა SMS კოდით“; 
    • მიუთითოს SMS კოდი; 
    • მიუთითოს ჩასარიცხი თანხის ოდენობა;
    • აირჩიოს ანგარიში, რომელზეც სურს თანხის მიღება.

    SMS კოდით თანხის განაღდება/ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგი ანაგრიშებიდან:

    • მიმდინარე
    • საბარათე (გარდა შემნახველი, განვადების და საკრედიტო ბარათისა)

    SMS კოდით თანხის მიღება ინტერნეტ ბანკის საშუალებით შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე:

    • მიმდინარე
    • საბარათე (გარდა განვადების ბარათისა)

    დასახელება / არხი

    ინტერნეტ ბანკი Mobile pay

    ვიდეო ბანკი

    სერვისით სარგებლობის საკომისიო

    0.5% მინ.1 ლარი 0.5% მინ.1 ლარი

    ანგარიშის ტარიფის შესაბამისად, რომლიდანაც ხდება თანხის განაღდება

    გასანაღდებელი/ჩასარიცხი თანხის ლიმიტი

    მინ. 10 ლარი - მაქს. 500 ლარი
    10-ის ჯერადი თანხა
    მინ. 10 ლარი - მაქს. 500 ლარი
    10-ის ჯერადი თანხა

    მინ. 20 ლარი - მაქს. 2000 ლარი
    10-ის ჯერადი თანხა

    ჩვენთან მარტივია - ვითიბი ბანკი

    დისტანციური ბანკინგის სხვა პროდუქტები

    უკან დაბრუნება

    ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები