ვითიბის დისტანციური ბანკინგი

როგორ გავხდე ვითიბის მომხმარებელი?

ვითიბის მომხარებლად რეგისტრაცია ახლა უკვე ფილიალში ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია, ამისათვის დაგჭირდება მხოლოდ: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ID ბარათი ან პასპორტი და „სელფის“ გადაღება.









•   კლიენტად ონლაინ რეგისტრაცია


როგორ დავრეგისტრირდე დისტანციურ არხებზე?

დისტანციურ არხებში დარეგისტრირება გამარტივდა!

დისტანციურ ბანკინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად. ახალ ინტერნეტბანკზე რეგისტრაციისთვის დაგჭირდება მხოლოდ შენი მობილური ტელეფონი და ვითიბის აქტიური ბარათი.

თუ გირჩევნია რეგისტრაციის პროცესში ბანკის თანამშრომელი დაგეხმაროს, დაგვიკავშირდი ვიდეობანკში.






ინტერნეტბანკზე რეგისტრაცია შეგიძლია:

•   შენით ინტერნეტბანკით
•   ბანკირის დახმარებით ვიდეობანკით

 

როგორ შევივსო მობილურის ბალანსი, დავფარო კომუნალურები ან გადავრიცხო თანხა?

ახალი ინტერნეტბანკით მობილური ბალანსის შევსება კიდევ უფრო გამარტივდა - საკმარისია მხოლოდ მობილურის ნომრის მითითება და, რაც მთავარია, მობილური ბალანსის შევსებას შეძლებ საკომისოს გარეშე.

ინტერნეტ და მობაილბანკში შენი ყველა კომუნალური სერვისის დავალიანება ჩანს ერთ გვერდზე და მათი გადახდაც შესაძლებელია ერთიანად. ახალ ინტერნეტბანკში შესაძლებელია კომუნალური სერვისების დაჯგუფება და სორტირება.

გადარიცხვისას ქართული IBAN ანგარიშის ნომრის მითითებით, ახალი ინტერნეტბანკი თავად ამოიცნობს მიმღებ ბანკს.





გადარიცხვების და გადახდების განხორციელება შეგიძლია:

•   ინტერნეტბანკით
•   მობაილბანკით 
•   ვიდეობანკით 


როგორ დავაკონვერტირო თანხა?

ვითიბის დისტანციურ არხებში კონვერტაცია შესაძლებელია ნებისმიერ ვალუტებს და ანგარიშებს შორის. ახალ ინტერნეტბანკში უკვე შეგიძლია აირჩო როგორც გასაყიდი, ასევე მისაღები თანხაც.

მალე ახალ ინტერნეტბანკში შეგეძლება დააკონვერტირო თანხა შეღავათიანი კურსით.





თანხა შეგიძლია დააკონვერტირო:

•   ინტერნეტბანკით
•   მობაილბანკით 
•   ვიდეობანკით 

 

როგორ ავიღო სესხი დისტანციურად?

უნიკალური შესაძლებლობა შენთვის - შეავსე საკრედიტო განაცხადი ვიდეო ზარით და მიიღე თანხა ბანკში მოუსვლელად.*
ამისათვის დაგჭირდება მხოლოდოდ:

•  ბანკში რეგისტრირებული მობილურის ნომერი
•  ID ბარათი ან პასპორტი
•  მობილური ტელეფონი ან კომპიუტერი კამერით და მიკროფონით

*ამ ეტაპზე ვიდეობანკით შესაძლებელია განაცხადის შევსება სამომხმარებლო სესხზე, საკრედიტო ბარათზე და ოვერდრაფტზე, მხოლოდ ვითიბი ბანკის მომხმარებლებისთვის, ვისაც ვითიბი ბანკში ერიცხება შემოსავალი.






სესხის და საკრედიტო ბარათის დისტანციურად აღება შეგიძლია:

•   ვიდეობანკით 
 


როგორ გადავიხადო ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე?

საფულის ტარება დიდი ხანია აღარ არის საჭირო. თუმცა, ვითიბის მომხმარებლებს უკვე შეგიძლიათ საფულე მასში არსებული ბარათებითაც დატოვოთ სახლში. ანგარიშსწორება შესაძლებელია მობილური ტელეფონით Apple Pay-ისა და Mobile Pay-ის აპლიკაციების მეშვეობით.

ამისათვის საკმარისია შესაბამის აპლიკაციაში მიაბა ვითიბი ბანკის ნებისმიერი ბარათი.







•   Apple Pay Iphone-სთვის 
•   Mobile Pay Android-სთვის
•   უკონტაქტო ბარათები


როგორ გავანაღდო თანხა ბარათის გარეშე? 

ბანკომატიდან თანხის გატანა ბარათის გარეშეც შეგიძლია. ამისათვის საკმარისია მხოლოდ კოდის დაგენერირება ინტერნეტბნაკში ან მობაილფეის აპლიკაციაში. 

ეს სერვისი ასევე შეგიძლია გამოიყენო სხვა პირისთვის თანხის გასაგზავნად, დაგენერირებული კოდის მისთვის გაზიარებით. კოდის მიმღები შეძლებს გაანაღდოს თქვენ მიერ გაგზავნილი თანხა ვითიბი ბანკის ნებისმიერი ბანკომატიდან
    






თანხის გასანაღდებელი SMS კოდის გენერირება შეგიძლია:

•   ინტერნეტბანკში
•   Mobile Pay-ს აპლიკაციაში
 


როგორ მოვიღო პასუხი კითხვებზე ან სად დავაფიქსირო პრობლემა?

ვითიბი ბანკი მზადაა გიპასუხოს კითხვებზე და მიიღოს შეტყობინებები მრვალი არხიდან. აირჩიე შენთვის ყველაზე მოსახერხებელი და მოგვმართე.


დაგვირეკე:

•   ქოლ ცენტრში - *2424 ან 2 24 24 24 
•   ვიდეობანკით 

მოგვწერე:
•   ჩათში
•   Facebook-ზე ან Instagram-ზე
•   ინტერენტბანკის შეტყობინებით



იხილე დისტანციური ბანკინგის ყველა არხი

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები