VTB Mobile Bank - ბანკთან ურთიერთობის ახალი გზა

VTB Mobile Bank აპლიკაცია iOS და ANDROID ოპერაციული სისტემის ტელეფონებისთვის  საშუალებას გაძლევთ:

  • მართოთ საკუთარი ანგარიშები
  • შეასრულოთ გადარიცხვები
  • მიიღოთ ინფორმაცია სესხებზე და დეპოზიტებზე
  • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა მომსახურების საფასური
     

VTB Mobile - ის საშუალებით შესაძლებელია:

  • შეამოწმოთ კონკრეტული ანგარიშის ნაშთი
  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენ ანგარიშებზე არსებული ჯამური ნაშთების შესახებ პროდუქტების ჭრილში
  • შეამოწმოთ თქვენი ჯამური აქტივები და ვალდებულებები
  • მიიღოთ ამონაწერი
  • ნახოთ ტრანზაქციის დეტალები
  • გაგზავნოთ ანგარიშის ნომერი/რეკვიზიტები ტელეფონის მიმდინარე სტანდარტული საკომუნიკაციო ფუნქციონალის გამოყენებით (SMS, E-mail, Skype, FB Messenger, Viber. . .)
  • გადარიცხვები საკუთარ ანგარიშებს შორის
  • გადარიცხვები ბანკის შიგნით
  • გადარიცხვები საქართველოს მოქმედ ბანკებში (GEL)
  • დააკონვერტიროთ თანხა
  • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა მომსახურების საფასური
  • შექმნათ რეგულარული გადახდის დავალებები
  • შექმნათ და გამოიყენოთ შაბლონები
  • შეავსოთ მობილური სასაუბრო ბალანსი
  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენი დეპოზიტებისა და კრედიტების შესახებ
  • ნახოთ კრედიტის გადახდების ისტორია და გრაფიკი
  • შეავსოთ დეპოზიტი
  • დაფაროთ კრედიტი
  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენი საბანკო ბარათების შესახებ
  • დაბლოკოთ/განბლოკოთ ბარათი
  • შეიტყოთ ვალუტის გაცვლითი კურსები
  • იპოვოთ უახლოესი ფილიალი და ბანკომატი
  • გაეცნოთ სიახლეებს
  • აწარმოოთ მიმოწერა ბანკთან აპლიკაციის საფოსტო ყუთის გამოყენებით
  • შეავსოთ და გააგზავნოთ განაცხადები ბანკში:
  • შეცვალოთ ანგარიშ(ებ)ის დასახელება თქვენთვის სასურველი სახელით
  • შეცვალოთ პაროლი
  • დარეკოთ ცხელ ხაზზე
  • მიწეროთ ბანკს მოკლე ტექსტური შეტყობინება
  • გაუგზავნოთ ბანკს წერილი ელექტრონული ფოსტით
  • ეწვიოთ ბანკის ვებ გვერდს
  • ეწვიოთ ბანკის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს

ვითიბი ბანკი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მუდამ ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, თუმცა ასევე აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა თავად მომხმარებლის მიერ. 

გაითვალისწინეთ, რომ ვითიბი ბანკის მობაილბანკინგის აპლიკაციას წვდომა აქვს თქვენი მობილურის: 

  • მეხსიერებასთან;
  • ზუსტ ადგილმდებარეობასთან (GPS & ქსელის გამოყენებით);
  • ლოკაციაზე დაყრდნობით, აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას იპოვოთ უახლოესი ბანკომატები/ფილიალები
  • კონტაქტების სიასთან;
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სისტემასთან;
  • აპლიკაცია ავტომატურად ითხოვს SMS ავტორიზაციის სერვისს.

თავდაცვის ზომები:

  • არ დატოვოთ მოწყობილობა, რომელშიც ჩაწერილია VTB Mobile - მობაილ ბანკის აპლიკაცია, კონტროლის გარეშე, თუ თქვენ შესული ხართ მობაილ ბანკში;
  • არ გაანდოთ თქვენი კუთვნილი მობაილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი სხვა პირებს;
  • არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ მსგავსი ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელფოსტით. თუ თქვენ მიიღებთ მსგავსი მოთხოვნის შემცველ წერილს, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე +995 32 224 24 24 და წაშალეთ წერილი;
  • არ შეინახოთ კონფიდენციალური ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, პაროლი, ავტორიზაციის კოდი) კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურ ტელეფონში, პაროლით დაუცველ ფაილებში;
  • აპლიკაციაში მუშაობის დასრულების შემდგომ, უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, აუცილებლად ისარგებლოთ მარცხენა მთავარი ფუნქციური მენიუს ღილაკით "გამოსვლა";
  • ჩართეთ მობილურის პაროლით დაცვის ფუნქცია;

ასევე, გაითვალისწინეთ:  

  • 10-წუთიანი უმოქმედობის შემთხვევაში, აპლიკაციის სესია ავტომატურად ამოიწურება; 
  • თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია;
  • ნებისმიერი ტრანზაქცია/გადარიცხვა საჭიროებს დამატებით ავტორიზაციას.
     
რეგისტრაცია უფასო
მომსახურება უფასო
ტრანზაქციების განხორციელების საკომისიო დადგენილი სტანდარტული ტარიფების შესაბამისად

 

ავტორიზაციამდე გაეცნოთ მობაილ ბანკის აპლიკაციას ინტეგრირებული დემო ვერსიის საშუალებით

„Finger Print“ ავტორიზაცია

თითის სკანერით აღჭურვილი iOS და Android-ის ტელეფონებით VTB Mobile აპლიკაციაში შესვლა შესაძლებელია ე.წ. „Finger Print“-ის მეშვეობით.

აღნიშნული ფუნქციის გასააქტიურებლად:

  • ტელეფონის განსაბლოკად, აუცილებლად გააქტიურეთ  თითის სკანერით აღჭურვილი ტელეფონის  სტანდარტული „Finger Print“ ფუნქცია;
  • შედით აპლიკაციაში, მარცხენა მთავარი მენიუს პარამეტრების ბლოკში აირჩიეთ „Finger Print“, დააჭირეთ ღილაკს „გააქტიურება“ და მიჰყევით ინსტრუქციას.

აპლიკაციის გადმოწერა და რეგისტრაცია

აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ App Store / Play Store-ს, საძიებო ველში (Search) მიუთითეთ აპლიკაციის სახელი - VTB Mobile (ან VTB, mobile banking, VTB Georgia mobile banking, VTB Georgia, VTB Bank Georgia) ან დაასკანერეთ შესაბამისი QR Code და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "დაყენება" (INSTALL). აპლიკაცია უფასოა. 

პროდუქტის რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვითიბი ბანკ ჯორჯიას ნებისმიერ ფილიალს.
ვითიბი ბანკის ქოლ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია დისტანციურად, ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვით: +995 32 224 24 24

მობაილ ბანკის გამოყენების ინსტრუქცია

ვიდეო ინსტრუქცია

შესაძლებლობები
აპლიკაციის გადმოწერა
რეგისტრაცია
შესაძლებლობები ავტორიზაციამდე
ავტორიზაცია
მთავარი გვერდი
ანგარიშები
საკრედიტო ბარათები
სადებეტო ბარათები
გადარიცხვები
რეგულარული გადახდები
გადახდები
კრედიტები
დეპოზიტები
შეტყობინებები
დამატებითი დამხმარე მენიუ
გამოსვლა

დისტანციური ბანკინგის სხვა პროდუქტები

SMS ბანკინგი
ვითიბი ბანკი გთავაზობთ SMS ბანკინგის მომსახურებას.
ქოლ სერვისი
24 საათის განმავლობაში მიიღეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე.
iVTB - ბანკთან ურთიერთობის ახალი გზა
iVTB - ახალი ინტერნეტ ბანკი თქვენი ანგარიშების მართვის საუკეთესო საშუალებაა

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები