უკან დაბრუნება საბანკო ბარათი Visa Infinite

Visa Infinite ელიტური ინოვაციური პროდუქტი და Visa International საგადამხდელო სისტემის ყველაზე პრესტიჟული ბარათია. ის ყველაზე მომთხოვნი კლიენტებისთვის შეიქმნა, რომლებისთვისაც პრესტიჟი, დრო, კომფორტი და ფინანსური დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია.
  
Visa Infinite არა მხოლოდ უსაფრთხო და მოხერხებული საგადამხდელო ინსტრუმენტი, არამედ თქვენი მაღალი სტატუსის, კეთილდღეობის და უზადო ფინანსური რეპუტაციის კიდევ ერთი დადასტურებაა.

Visa Infinite  ბარათით თქვენი შესაძლებლობები პრაქტიკულად შეუზღუდავია: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსკლუზიურად თქვენთვის შექმნილი მრავალი სერვისითა და პრივილეგიით, მიიღოთ შეღავათები და ვიპ მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. 

ბარათის ძირითადი ფინანსური მახასიათებლები და უპირატესობები:

  • მულტისავალუტო ანგარიში
  • მაღალი საპროცენტო სარგებელი ბარათზე განთავსებულ ნაშთზე
  • უფასო განაღდება ვითიბი ბანკისა და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში, ასევე ყველა ბანკომატსა და სავაჭრო ობიექტში საზღვარგარეთ*
  • შეღავათიანი ტარიფები
  • საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესაძლებლობა
  • პრემიალური პროგრამები და მრავალი შეთავაზება
  • Lounge Key-ს აეროპორტების მოსასვენებელი დარბაზებით მომსახურება
  • კონსიერჟ-სერვისი - საინფორმაციო, საკონსულტაციო, საორგანიზაციო, შეკვეთისა და დაჯავშნის სერვისები ბარათის მფლობელებისთვის (24/7)
     

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საზღვარგარეთ ბანკომატით სარგებლობისას ყურადღებით გაეცნოთ ეკრანზე გამოტანილ ყველა საინფორმაციო ტექსტს მასზე დასტურის გაცემამდე. ბანკომატის მომსახურე მხარემ შესაძლოა ვითიბი ბანკისგან დამოუკიდებლად შემოგთავაზოთ განაღდების ოპერაციის განსხვავებულ ვალუტაში დამუშავება, განურჩევლად იმისა, თუ რა ვალუტას გასცემს ბანკომატი ფიზიკურად ან რა ვალუტა გაქვთ ხელმისაწვდომი ბარათზე. შემოთავაზებაზე თანხმობის დაფიქსირების შემთხვევაში, ოპერაცია დამუშავდება ბანკომატის მიერ განსაზღვრული კურსით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ხარჯი
აქვე გაცნობებთ, რომ თანხის გასანაღდებლად ბანკების ფილიალში განთავსებული ბანკომატების გამოყენება მსგავსი შემთხვევის რისკს ამცირებს, თუმცა საბოლოოდ არ გამორიცხავს მას


პრემიალური პროგრამები

Airport SpeedPass

კონსიერჟ სერვისი

სადაზღვევო და საკონსულტაციო პროგრამები

კლიენტების მხარდაჭერის გლობალური სერვისი

სპეციალური შეთავაზებები
 

პრემიალური პროგრამებით სარგებლობისათვის მიმართეთ თქვენს პირად ბანკირს ან დაუკავშირდით კონსიერჟს:
+ 38 044 499 3975
+ 7 727 399 0303 
მომსახურება ინგლისურ და რუსულ ენებზეა 

ვალუტის კურსები