PSP-ს სასაჩუქრე ბარათი

სასაჩუქრე ბარათი PSP სააფთიაქო ქსელის მომხმარებლებისთვის

იზრუნე შენს საყვარელ ადამიანზე! 

  • ბარათის შეძენა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს ნებისმიერ PSP სააფთიაქო ქსელში; 
  • ბარათის შეძენა შესაძლებელია 50-დან 500 ლარამდე მოცულობით;
  • ბარათით სარგებლობის ვადა 12  თვე;
  • შესაძლებელია თანხის ნაწილ-ნაწილ დახარჯვა;
  • სასაჩუქრე ბარათი არის ლოკალური გამოყენების არაპერსონიფიცირებული ბარათი. 


1. რა არის სასაჩუქრე ბარათი?
სასაჩუქრე ბარათი არის ლოკალური გამოყენების არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის სასაჩუქრე ბარათი. ბარათის შეძენა შესაძლებელია 50-დან 500 ლარამდე მოცულობით და შემდგომში ნებისმიერი PSP სააფთიაქო ქსელში მდებარე ტერმინალებზე გადახდების განხორციელება. 

2. ვის შეუძლია შეიძინოს სასაჩუქრე ბარათი?
ბარათის შეძენა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს.

3. სად შეიძლება სასაჩუქრე ბარათის შეძენა?
PSP-ს ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში.

4. სად შემიძლია გამოვიყენო სასაჩუქრე ბარათი? 
ნებისმიერი PSP სააფთიაქო ქსელში.

5. რა ღირს სასაჩუქრე ბარათი?
ბარათის გაცემა უფასოა.

6. რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება სასაჩუქრე ბარათით სარგებლობა? 
ბარათის გამოყენება შესაძლებელია ბარათის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში (მოქმედების ვადა დატანილია ბარათზე).

7. რა თანხის განთავსება შეიძლება ბარათზე?
ბარათზე ერთჯერადად შესაძლებელია იყოს მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 500 ლარამდე თანხა.

8. შესაძლებელია თანხის ნაწილობრივ დახარჯვა? 
დიახ, შესაძლებელია თანხის ნაწილ-ნაწილ დახარჯვა ბარათის სარგებლობის ვადის ან თანხის ამოწურვამდე.

9. რა ტიპის ბარათია? 
მაგნიტურ ზოლიანი, ლოკალური გამოყენების პლასტიკური ბარათი.

10. შესაძლებელია თანხის განაღდება სასაჩუქრე ბარათიდან? 
სასაჩუქრე ბარათიდან არ არის შესაძებელი თანხის განაღდება, ან სხვა ტიპის საბართე ოპერაციის შესრულებ, გარდა PSP სააფთიაქო ქსელში გადახდისა.

11. შესაძლებელია ბარათზე თანხის დამატება?
არ არის შესაძლებელი. 

12. როგორ შეიძლება ბარათზე  არსებული ნაშთის შემოწმება? 
სასაჩუქრე ბარათზე არსებული ნაშთის შემოწმება შესაძლებელია PSP სააფთიაქო ქსელის გაყიდვის წერტილებში. 

13. შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათით გადახდა სხვა ბანკის POS ტერმინალზე?  
შესაძლებელია მხოლოდ PSP სააფთიაქო ქსელში არსებულ ტერმინალზე.

14. შესაძლებელია დაკარგული ბარათის აღდგენა ან დაბლოკვა? 
სასაჩუქრე ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, ბარათის აღდგენა და დაბლოკვა, არ არის შესაძლებელი. ასევე, უკან არ ბრუნდება ბარათზე არსებული ნაშთი

15. საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ბარათის ასაღებად? 
არა, ბარათის შესაძენად არ არის საჭირო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

16. შესაძლებელია ბარათი გადავცე სხვა პირს საჩუქრად? 
შეძენილი ბარათის გადაცემა შესაძლებელია მესამე პირისთვის.

17. ბარათის დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია დარჩენილი თანხის გადატანა სხვა სასაჩუქრე ბარათზე? 
ბარათის დაზიანების შემთხვევაში არ არის შესაძლებელი თანხის გადატანა სხვა ანგარიშზე ან ახალი ბარათის დამზადება. ბარათის მფლობელს შეუძლია სასაჩუქრე ბარათზე დარჩენილი თანხა მოითხოვოს ბარათის ვადის გასვლის შემდეგ ვითიბი ბანკის გაყიდვის წერტილებში სასაჩუქრე ბარათის ფიზიკურად წარმოდგენის შემთხვევაში. თანხის გასატანად აუცილებელია ფიზიკურ პირს ჰქონდეს მიმდინარე/საბარათე ანგარიში ვითიბი ბანკში. სასაჩუქრე ბარათის ვადის გასვლის შემდგომ აქტიურდება აუთვისებელი ლიმიტის მომსახურების საკომისიო - 10 ლარი თვეში.

18. შესაძლებელია სხვა საბანკო ტრანზაქციების მიზნით ბარათის გამოყენება? 
დაუშვებელია ბარათის გამოყენება საბანკო ტრანზაქციის შესასრულებლად ან სხვა მსგავსი მიზნით.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები