უკან დაბრუნება ვითიბი ბანკმა ჯორჯიამ და ODDO BHF-მა სავაჭრო ოპერაციების ფინანსირების მიმართულებით ურთიერთანამშრომლობა დაიწყეს

ვითიბი ბანკმა ჯორჯიამ და ფრანკო - გერმანულმა საერთაშორისო ჯგუფმა ODDO BHF-მა სავაჭრო ოპერაციების ფინანსირების მიმართულებით ურთიერთანამშრომლობა დაიწყეს. ვაჭრობის ფინანსირებისათვის გამოყოფილი ხაზის ფარგლებში ბანკი მოახდენს თავის მომსახურებაში არსებული კომპანიების საექსპორტო და საიმპორტო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებას. 

ვითიბი ბანკ ჯორჯიას კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ, განაცხადა:
"ODDO BHF - თან აღნიშნული თანამშრომლობის დაწყება ძალზედ მნიშვნელოვანი, თანმიმდევრული, მუშაობის შედეგია. მოხარულები ვართ, რომ უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჯგუფთან ერთად ხელს ვუწყობთ ქართული კომპანიების სავაჭრო საქმიანობის გაძლიერებას, კომპანიების წარმოდგენას საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი ბანკის  პოზიციების გამყარებას აღნიშნული ოპერაციების მიმართულებით. თანამშრომლობის დაწყება 150 წლიანი ისტორიის მქონე ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტთან ხაზს უსვამს ვითიბი ბანკ ჯორჯიას მაღალ სანდოობას და დიდ გამოცდილებას სავაჭრო ოპერციების დაფინანსების მიმართულებით" - განაცხადა ვლადიმერ რობაქიძემ.

ODDO BHF - ფრანკო - გერმანული საერთაშორისო ფინანსური ჯგუფია, რომელიც მომსახურების სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: კორპორაციები და კაპიტალის ბაზრები, კერძო კაპიტალის მართვა და აქტივების მართვა. საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით კი იგი ფარავს მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში არსებულ ბენეფიციარებს. 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები