უკან დაბრუნება დეტალური ინფორმაცია სესხების გადავადების მე-2 ტალღის შესახებ

საკრედიტო შენატანებზე გადავადების დაწესების დეტალური პირობები ვითიბი ბანკის მომხმარებლებისთვის:
 
2020 წლის 16 ივნისიდან, ვითიბი ბანკის მიერ შეთავაზებული სამთვიანი გადავადების მეორე ტალღა შეეხებათ შემდეგ მსესხებლებს:

1.  მსესხებლებს, რომლებიც მოხვდნენ Covid 19-ის გამო უმუშევართა სიაში და ეკუთვნით სახ. დახმარება;
2.  მსესხებლებს, რომელთაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, მნიშვნელოვნად, არაუმცირეს 50%-ისა, შეუმცირდათ ყოველთვიური შემოსავალი და დოკუმენტალურად შეუძლიათ ამის დადასტურება.

გამონაკლისს წარმოადგენენ მსესხებლები, რომლებიც 2020 წლის 16 მარტის მდგომარეობით იმყოფებოდნენ 45 ან მეტ დღიან ვადაგადაცილებაში.

გადავადებას ასევე არ ექვემდებარება სესხები, რომლებსაც დღეის მდგომარეობით აქვს პრობლემური სტატუსი ან/და დაწყებულია სამართლებრივი მოქმედებები (მათ შორის გაფორმებულია სასამართლო ან საარბიტრაჟო მორიგებები).

რომელ პროდუქტებს შეეხება საშეღავათო პერიოდი?

  • სამომხმარებლო სესხებს;
  • იპოთეკურ სესხებს;
  • ავტოსესხებს;
  • განვადებებს;
  • სალომბარდე სესხებს;
  • საკრედიტო ბარათებს;
  • სახელფასო ოვერდრაფტებს;
  • ფიზიკურ პირზე გაცემული ბიზნეს-სესხებს.

რომელ პროდუქტებს არ შეეხება შენატანების გადავადება?

  • დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხები.

როგორ გადანაწილდება შენატანების გადავადების პერიოდში გამოტოვებული საკრედიტო შენატანების თანხა?

შენატანების გადავადების პერიოდში გადაუხდელი შენატანების (როგორც ძირითადი თანხის, ასევე დარიცხული პროცენტის) გადახდა მოხდება სესხის ვადის გაგრძელების ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ გადავადების პერიოდის დასრულების შემდეგ, მომხმარებლებს არ მოუწევთ შენატანების გაზრდილი ოდენობით გადახდა. გამონაკლისს წარმოადგენს ამ პერიოდში დაგროვილი სადაზღვევო პრემიის შენატანი, რომლის გადახდა მოხდება გადავადების პერიოდის შემდეგ პირველივე შენატანთან ერთად.

გადავადების განსხვავებული წესი მოქმედებს მხოლოდ საკრედიტო ბარათებზე და სახელფასო ოვერდრაფტებზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ.

როგორ გადანაწილდება გადავადების პერიოდში გამოტოვებული საკრედიტო შენატანების თანხა საკრედიტო ბარათების შემთხვევაში?

ყველა საკრედიტო ბარათზე ბილინგის თარიღი (მინიმალური შენატანისა და დარიცხული პროცენტის დაანგარიშების თარიღი) გადავადდება 3 თვით. გადავადების პერიოდში საკრედიტო ბარათზე თანხების შეტანისას, შესაბამისი თანხით შემცირდება ძირითადი დავალიანება. პროცენტების დარიცხვა გაგრძელდება დარჩენილ ათვისებულ ლიმიტზე.

მნიშვნელოვანია, რომ გახარჯულ საკრედიტო ლიმიტზე დაგროვილი დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება ერთიანად, გადავადების პერიოდის გასვლისთანავე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ბარათის სტანდარტული საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის („გრეის“ პერიოდი) მოქმედი პირობები უცვლელია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელმა გადახდის თარიღისთვის სრულად უნდა შეავსოს საკრედიტო ბარათიდან გახარჯული ლიმიტი.
როგორ გადანაწილდება გადავადების პერიოდში გამოტოვებული საკრედიტო შენატანების თანხა სახელფასო ოვერდრაფტის შემთხვევაში?
ყველა ოვერდრაფტზე ბილინგის თარიღი (მინიმალური შენატანისა და დარიცხული პროცენტის დაანგარიშების თარიღი) გადავადდება 3 თვით.  გადავადების პერიოდში სახელფასო ბარათზე თანხების შეტანისას, შესაბამისი თანხით შემცირდება ძირითადი დავალიანება. პროცენტების დარიცხვა გაგრძელდება დარჩენილ ათვისებულ ლიმიტზე.
მნიშვნელოვანია, რომ გახარჯულ საკრედიტო ლიმიტზე დაგროვილი დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება ერთიანად, გადავადების პერიოდის გასვლისთანავე.

გავრცელდება თუ არა გადავადება იმ მსესხებლებზე, რომლებიც უკვე სარგებლობენ საშეღავათო პერიოდით?  

დიახ, გავრცელდება, თუ მსესხებელი აკმაყოფილებს წინამდებარე დოკუმენტის პირველ ან მეორე კრიტერიუმს.

როგორ შეიტყობს მომხმარებელი შენატანების გადავადების შესახებ? 

  • ყველა მომხმარებელი, რომელიც მოხვდა სახელმწიფოს მიერ უმუშევრობის გამო დახმარების მიმღებთა სიაში, მიიღებს სმს შეტყობინებას შენატანების გადავადების შესახებ; 
  • მსესხებლებმა, რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შემოსავალი და გააჩნიათ ამისი დოკუმენტალური დადასტურების საშუალება, უნდა მიმართო ბანკს მომსახურე ფილიალში (იქ, სადაც სესხი აქვს აღებული). 

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ერთზე მეტი სესხი აქვს?

შენატანების გადავადება შეეხება ყველა სესხს. ერთ რომელიმე სესხზე გადავადების გაუქმება არ იქნება შესაძლებელი. გადავადება უნდა შეეხოს ყველა სესხს ან არცერთს. გადავადების პერიოდში, მომხმარებლის მიერ რომელიმე ერთ ან ყველა სესხზე შენატანის წინსწრებით განხორციელების შემთხვევაში, მას არ მოუწევს წინსწრების საკომისიოს გადახდა შენატანის მაქსიმუმ სამმაგი ოდენობის ფარგლებში.

იმოქმედებს თუ არა უარყოფითად ჩემს საკრედიტო ისტორიაზე შენატანების გადავადება? 

შენატანების გადავადება საკრედიტო ისტორიაზე გავლენას არ მოახდენს

როგორ განვაცხადოთ უარი გადავადების პერიოდით სარგებლობაზე?

მომხმარებლებს, რომელთაც არ სურთ შენატანების გადავადებით სარგებლობა, უახლოესი საკრედიტო შენატანის თარიღამდე, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ივნისისა, შეუძლიათ მიმართონ ბანკს არსებულ/ძველ გრაფიკზე დარჩენის მოთხოვნით, შემდეგი არხების მეშვეობით:

- ბანკის მიერ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მითითებულ სპეციალურ ბმულზე გადასვლით;
- ვიდეო ბანკი videobank.ge;
- სატელეფონო ცენტრი (ტელ: *2424; 2242424);
- სატელეფონო ცენტრის „ჩათი“ chat.vtb.ge;
- ინტერნეტ ბანკის შეტყობინება;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@vtb.ge;
- ბანკის ნებისმიერი ფილიალი.

როგორ მოვიქცე, თუ ვსარგებლობ უმუშევრობის დაზღვევით და მოვხვდი სახელმწიფო დახმარების მიმღებთა სიაში?

სამსახურის დაკარგვიდან 15 დღის ვადაში უნდა მიმართოთ თქვენს სადაზღვევო კომპანიას და წარადგინოთ პოლისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

ბანკი გადაავადებს საკრედიტო შენატანებს, მაგრამ სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურების დროს, თანხა მიმართულ იქნება სესხის წინსწრებით დასაფარად.

როგორ მოხდება გადავადების პერიოდში გამოტოვებული სადაზღვევო პრემიის გადახდა?

შენატანების გადავადების პერიოდში დაგროვილი სადაზღვევო პრემიის გადახდა მოხდება ერთჯერადად, გადავადების პერიოდის დასრულების შემდეგ პირველივე საკრედიტო შენატანის გადახდასთან ერთად.

რა ვქნა თუ არ დამიკარგავს სამსახური და ვერ ვადასტურებ შემოსავლების მნიშვნელოვან შემცირებას?
ასეთ მსესხებლებს გადავადება არ შეეხებათ, თუმცა ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს საკრედიტო შენატანების შემცირების შესაძლებლობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!!!

სასარგებლო ფინანსური ეფექტი:

  • გადავადება არ გამოიწვევს 3 თვის შემდეგ ყოველთვიური შენატანების ზრდას;
  • ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია წინსწრებით სესხის დაფარვა, საკომისიოს გარეშე, შენატანის სამმაგი ოდენობის ფარგლებში.

საყურადღებოა, რომ: 

  • შენატანების გადავადებით სარგებლობისას, იზრდება სესხის ვადა;
  • არსებულ/ძველ გრაფიკთან შედარებით, სესხის სრულად დასაფარად, მოგიწევთ ჯამურად მეტი თანხის გადახდა.
ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები