უკან დაბრუნება ვითიბი ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ვითიბი ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით, თუ ის 2020 წლის ბოლომდე, ნებისმიერი დეველოპერული კომპანიისგან, შეიძენს ბინას და სესხის თანხა არ აღემატება 200 000 ლარს. სესხის სუბსიდირება გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის 4%-მდე თანადაფინანსებას 60 თვის ვადით. 

პროგრამის ფარგლებში, პროცენტის სუბსიდირება შესაძლებელია ერთზე მეტი ბინის შეძენის შემთხვევაშიც, თუ სესხების ჯამური თანხა არ აღემატება 200 000 ლარს.

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ერთი მხრივ, ის ხელს შეუწყობს დეველოპერული სექტორის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, შეიძინოთ უძრავი ქონება ისტორიულად მინიმალური საპროცენტო განაკვეთით ლარში. ვითიბი ბანკი ძალიან ბევრ დეველოპერულ კომპანიასთან თანამშრომლობს, ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე საუკეთესო ვარიანტის შერჩევას და სასურველი ბინის შესაძენად სესხის გაცემას გულისხმობს.

ვალუტის კურსები