უკან დაბრუნება ვითიბი ბანკი ანაბრებზე აქციას აცხადებს

ვითიბი, საკუთარ მომხმარებელს, ვიდეო ბანკით გახსნილ ვადიან და ზრდად ანაბარზე, ლარში დამატებით 0,5%-ით მეტს, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში 0,2%-ით მეტ სარგებელს სთავაზობს. აქცია წლის ბოლომდე მოქმედებს და მასში მონაწილეობა ვითიბის ნებიმიერ მომხმარებელს შეუძლია. 

ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, დოლარსა და ევროში. ვადიან ანაბარზე მაქსიმალური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 10,5% (ეფექტური 10%), ზრდად ანაბარზე 10,3% (ეფექტური 9,82%). ვადა 6-დან 24 თვემდე.

ანაბარზე მეტი სარგებლის მისაღებად, საკმარისია, ვიდეო ბანკის გამოყენებით, დაუკავშირდეთ ოპერატორს, როგორც მობილური აპლიკაციების გამოყენებით iPhone-ებისთვის და Android-ებისთვის, ასევე კომპიუტერიდან მისამართზე - videobank.ge და ვითიბი ბანკის ფილიალებში განთავსებული ვედეობანკის ზონებიდან.

ვებ გვერდიდან videobank.ge შესაძლებელია ვიდეობანკში დარეკვა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. უბრალოდ აირჩიეთ ღილაკი „დარეკვა“. ხოლო აპლიკაციებით სარგებლობისას აუცილებელია ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელით და პაროლით შესვლა.

ვიდეობანკის მომსახურების დროები: ორშაბათი - შაბათი 10:00-19:00

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები