უკან დაბრუნება 2020 წელს ვითიბის ვიდეო ბანკის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა

2020 წელს, პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ, მნიშვნელოვნად გაზარდა ვითიბის დისტანციური არხების მოხმარება. კერძოდ, ვიდეო ბანკში ზარების მოცულობა 15-ჯერ გაიზარდა, რაც 1524% -იან ზრდას შეადგენს. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ისეთი პროდუქტების გაყიდვები, როგორიცაა სამომხმარებლო სესხი, საკრედიტო ბარათი და ანაბარი. 

ვითიბის ვიდეო ბანკით შესაძლებელია სამომხარებლო სესხის აღება და საკრედიტო ბარათის დამტკიცება, ხოლო ანაბრის გახსნისას გაუმჯობესებული საპროცენტო განაკვეთით სარგებლობა.

ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია მობილური აპლიკაციის გამოყენებით ან საიტიდან videobank.ge რომლიდანაც ავტორიზაციის გარეშე, განახორციელებთ ზარს ბანკის ოპერატორთან.  

აპლიკაცია VideoBank VTB Georgia ხელმისწვდომია როგორც iPhone-ის, ისე  Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის.
ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით, 10:00- 19:00 საათამდე.

ვალუტის კურსები