უკან დაბრუნება ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ნინო ჩაკვეტაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

20 მაისს, 12:00 საათზე, ვითიბი ბანკის ვაკის ფილიალში (მის. ი.ჭავჭავაძის #2), ნინო ჩაკვეტაძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება მხატვრის 17 ფერწერული ნამუშევარი, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა.

ნინო ჩაკვეტაძე არის ცნობილი მხატვარი და საბავშვო წიგნების ილუსტრატორი. 2015 წელს ის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო დაჯილდოვების ნომინანტი გახდა. მისი ნამუშევრები შთაგონებულია ბავშვობის მოგონებებით და ასახავს მათ ემოციებს, რომლებიც ასე ახლოა თითოეული ჩვენთაგანისთვის. მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში, ჩატარებული აქვს რამდენიმე პერსონალური გამოფენა. 

გამოფენის დათვალიერება ვითიბი ბანკის ვაკის ფილიალში (ი. ჭავჭავაძის #2) 4 ივნისის ჩათვლით, 12:00-დან 18:00 საათამდე, იქნება შესაძლებელი.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები