უკან დაბრუნება ვითიბი ბანკი აგრო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს

ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, ინტენსიურად ავითარებს თანაშრომოლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და კომპანიებთან, რითიც ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, შპს ჩერი.ჯი-მ გორის რ-ნ სოფ. მეჯვრისხევში 10 ჰა ინტენსიური ტიპის ბლის ბაღი გააშენა. ბაღში იტალიური ჯიშის ნერგები გაშენდა. წლის ბოლომდე ბაღში მოხდება სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობაც. სრული მსხმოიარობის მიღწევის შემდეგ ბაღის მოსავლიანობა 100-150 ტონას მიაღწევს

„აღნიშნული სტარტაპ პროექტი, ნათელი მაგალითია ფერმერისა და ბანკის წარმატებული თანამშრომლობისა. მსესხებლის დაუღალავი შრომით და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გვჯერა ჩერი.ჯე ერთ-ერთ წარმატებულ ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბდება შიდა ქართლის რეგიონში. ბანკი მუდმივად ჩართულია აგრო სექტორის განვითარებაში და ყოველთვის მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით. სწორედ ასეთი პარტნიორული თანამშრომლობა ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას“ - განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.

ვალუტის კურსები