უკან დაბრუნება ვითიბი ბანკსა და შვეიცარიულ ფონდ BPN საქართველოს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. დღეს, ვითიბი ბანკსა და შვეიცარიულ ფონდ BPN საქართველოს შორის, პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნეს კურსების დაფინანსებას ითვალისწინებს. კერძოდ, ბიზნეს ადმინისტრირების და დაგეგმარების შესწავლას. კურსის ხანგრძლივობა 3 წელია და იგი სრულად დაფინანსდება ვითიბი ბანკის და BPN საქართველოს მიერ.

კონკურსის მთავარი კრიტერიუმია იყო ვითიბი ბანკის მომხმარებელი. პირველი 5 კანდიდატი შეირჩევა მარტივი და გამჭირვალე კონკურსის მიხედვით, რომლის პირობები და სარეგისტრაციო ფორმა განთავსდება ბანკის ვებ გვედზე. 

„ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ ჩვენი ახალი ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში.“ - განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო  ბიზნესის სამმართველოს უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა. 

ვალუტის კურსები