უკან დაბრუნება ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს

ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, ინტენსიურად ავითარებს თანაშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი ფერმა გაიხსნა. ახალგაზრდა ფერმერის, ზურაბ მასურაშვილის და ბანკის თანამშრომლობის დაწყების მომენტში, ფერმაში მხოლოდ 15 სული მაღალპროდუქტიული საქონელი იყო, ამ ეტაპზე კი ფერმერს ყავს 160 სული მაღალპროდუქტიული მერძეული ჯიშის ძროხა, და აქვს 3000 კვ.მ.-ზე გაშენებული თანამედროვე ტიპის ფერმა.
ფერმაში, ყოველდღიურად, 4 ტონა ნედლი რძე იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება; მეურნეობაში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად  და უცხოეთიდან მაღალპროდუქტიული ჯიშის საქონელის შემოსაყვანად 2,5 მლნ ლარი თანხის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 1,5 მლნ ლარი ვითიბი ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი აგრო კრედიტია. 

„აღნიშნული პროექტი, ნათელი მაგალითია, ფერმერისა და ბანკის წარმატებული თანამშრომლობისა. მსესხებლის დაუღალავი შრომით და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენ ქვეყანაში მივიღეთ კიდევ ერთი წარმატებული აგრო საწარმო. ბანკი მუდმივად ჩართულია აგრო სექტორის განვითარებაში და ყოველთვის მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით. სწორედ ასეთი პარტნიორული თანამშრომლობა ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას“ - განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, შმაგი ბრეგაძემ.

ვალუტის კურსები