ვითიბი ბანკში სასიამოვნო სიახლეა!
მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან, შეგიძლიათ ისარგებლოთ იურიდიული პირების ახალი, ბევრად მოსახერხებელი ფუნქციონალის ინტერნეტ და მობაილ ბანკით. ახალი ინტერნეტბანკი ხელმისაწვდომია ბმულზე beta.vtb.ge, მობილურის აპლიკაცია VTB Mobile შეგიძლიათ გადმოიწეროთ Google Play ან App Store მარკეტიდან.
ახალი ინტერნეტ ბანკიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია ბანკინგით, რაც გულისხმობს ვითიბი ბანკში გახსნილი ანგარიშების გაზიარებას სხვა ბანკების ინტერნეტ ბანკში და მობაილ ბანკის აპლიკაციაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ არსებულ ინტერნეტბანკში დარეგისტრირებული გყავთ:
• ერთი მომხმარებელი და არ გაქვთ დიჯიპასი, ახალ სისტემაში შეხვალთ არსებული username-ით (მომხმარებლის სახელით) და პაროლით;
• ერთი მომხმარებელი და სარგებლობთ დიჯიპასით, უფლებამოსილი პირი უნდა მობრძანდეს ბანკში. თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ ახალი დიჯიპასი, რომლითაც არსებული username-ით და პაროლით შეძლებთ სისტემაში შესვლას;
• ერთზე მეტი მომხმარებელი, უფლებამოსილი პირი უნდა მობრძანდეს ბანკში მომხმარებლების გასააქტიურებლად. თუ აქამდე სარგებლობდით დიჯიპასით, უფასოდ გადმოგეცემათ ახალი დიჯიპასი და არსებული username-ით და პაროლით შეძლებთ სისტემაში შესვლას;
• არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენელი, უფლებამოსილი პირი უნდა მობრძანდეს ბანკში.
2022 წლის 1 იანვრიდან ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ახალი ინტერნეტ ბანკი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კონტაქტ ცენტრს 224 24 24