უკან დაბრუნება ვითიბისა და საფეხბურთო კლუბ დინამოს შორის ფაქტორინგული ოპერაცია განხორციელდა

ვითიბი ბანკი, როგორც ქართული სპორტისა და ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას.
ბანკის მეშვეობით, კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა ვითიბისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისს შორის - განხორციელდა საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაცია, რომლის ანალოგი, ვითიბი ბანკის და ქართული სპორტის ერთობლივი ოპერაციების ჭრილში, ჯერ არ ყოფილა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ გარიგებაში მონაწილეობა მიიღო ვითიბი ფაქტორინგმა.

„მოხარულნი ვართ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის, ვითიბი ჯგუფის წევრობა, ბანკს შესაძლებლობას აძლევს, ფაქტორინგული ოპერაციები წარმატებით განახორციელოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის და, ასევე, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის - განაცხადა კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები