ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში, პოლიეთილენის და გოფრირებული მილების საწარმო გაიხსნა. პოლიმერი 1-მა, ბანკთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს და ამ პერიოდში, ვითიბის მხარდაჭერით, მოახდინა ქარხნის სრული გადაიარაღება, ხოლო 2017 წელს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და გოფრირებული მილების წარმოებაც დაიწყო. ქარხანა 1200 კვ. მ.-ზე ოპერირებს და ევროპული სტანდარტების შესაბამისს პროდუქციას აწარმოებს.
„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის გაძლიერებისთვისა და ეკონომიკური განვითარებისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ბიზნეს სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.
გთავაზობთ მოკლე ვიდეო ისტორიას