ვითიბი ბანკი, მომხმარებელს, ინოვაციურ, მაქსიმალურად მასზე მორგებულ პროდუქტს სთავაზობს.
დღეიდან, სახლის/ბინის შეძენის ან გარემონტების მსურველი პირი, შეძლებს იპოთეკური სესხის განაცხადის შევსებას და სასურველი თანხის დამტკიცებას დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან, ვითიბის ვიდეობანკის საშუალებით.
სესხის ასაღებად, მომხმარებელმა, უნდა დარეკოს ვიდეობანკში videobank.ge, ხოლო დამტკიცებული სესხის გატანას შეძლებს ბანკის ფილიალიდან.