უკან დაბრუნება ვითიბი ბანკი ვადიან ანაბარზე აქციას იწყებს

12 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით მინიმუმ ერთ წლიანი, ლარში, ანაბრის გახსნის შემთხვევაში, ვითიბი ბანკი მომხმარებელს 0,5% - ით გაზრდილ განაკვეთს და გარანტირებულ საჩუქრებს სთავაზობს. ანაბრის მინიმალური თანხა 5,000 ლარია, დეპოზიტის მოცულობიდან გამომდინარე, ყველა მეანაბრისთვის გათვალისწინებულია გარანტირებული სასაჩუქრე პაკეტი: უფასო სასაუბრო დრო ერთი წლის განმავლობაში, Mastercard-ის სხვადასხვა ტიპის ბარათი, პირადი ბანკირის მომსახურება და ბილეთები უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში. 

რაც უფრო დიდი თანხის დეპოზიტია გახსნილი, მით უფრო მეტი საჩუქარია გათვალისწინებული.

ვალუტის კურსები