უკან დაბრუნება ვითიბიმ ბიზნესის მხარდასაჭერად აგრომეწარმეების კვირეული დაიწყო

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და მათი წარმატებული საქმიანნობის პოპულარიზაციას.

აგრომეწარმეების მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკი წამყვან შეფ მზარეულებთან  ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აგრომეწარმეებს მოინახულებს და გასტრო ტურებს გამართავს, რის მეშვეობითაც, საზოგადოებას მოუყვება თუ როგორ იქმნება ვითიბისთან ერთად  წარმატებული ქართული ბიზნესი, რათა უფრო ახლოს გაეცნონ და უგულშემატკივრონ მათ საქმიანობებს. 

გასტრო ტურების ფარგლებში, წამყვანი მზარეულები, მოინახულებენ სხვადასხვა რეგიონებში ბანკის მეწარმეებს, სადაც მოხდება შეფ მზრაეულებისთვის მათი პროდუქციის გაცნობა მომავალი პარტნიორობის მიზნით  და ადგილზე მოხდება სხვადასხვა კერძების მომზადება.
მეწარმეების ქომაგობასთან ერთად, მოხდება საქართველოში არსებული სხვადასხვა კუთხის კულტურის გაცნობა და პოპულარიზაცია.  

„გვიხარია, რომ ბანკს ეძლევა შესაძლებლობა, იყოს ქართული ბიზნესის #1 ქომაქი. გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო დაგვეხმარება ქართული ბიზნესის პოპულარიზაციაში და განვითარებაში“. ასევე, ხელს შეუწყობს გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს - განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო  ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა. 

ვალუტის კურსები