უკან დაბრუნება ვითიბი ბანკმა მომხმარებელს თანხის SMS კოდით განაღდება/ჩარიცხვის შესაძლებლობა შესთავაზა

ვითიბი ბანკი თავის მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს. ბანკომატიდან თანხის გამოტანა, ახლა უკვე ბარათის გარეშე, ერთჯერადი SMS კოდის გამოყენებით არის  ხელმისაწვდომი.  

SMS კოდის  მიღება  შესაძლებელია ვითიბი ბანკის დისტანციური არხებით (ინტერნეტ ბანკი, ვიდეო ბანკი, Mobile Pay-ს აპლიკაცია). ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა აირჩიოს სასურველი ანგარიში  და მიუთითოს თანხის ოდენობა, რის შემდეგაც მიიღებს SMS კოდს.  აღნიშნული კოდის ბანკომატში შეყვანისას, შესაბამისი ოდენობის თანხის განაღდება ხდება შესაძლებელი. 
სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია SMS კოდი მესამე პირისთვის თანხის ჩასარიცხად გამოიყენოს. SMS კოდის გადაცემის შემდეგ, მესამე პირს, შეუძლია თანხის მიღება ინტერნეტ ბანკით ან ბანკომატიდან ნაღდი ფულის სახით. 
აღნიშნული სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია ვითიბი ბანკის საბარათე ანგარიშის მფლობელი ყველა კლიენტისთვის. SMS კოდით, ერთჯერადად, 500 ლარის განაღდებაა შესაძლებელი.  

სერვისით სარგებლობა  უკვე დღეიდან არის შესაძლებელი და არ მოითხოვს დამატებით რეგისტრაციის გავლას ან ბანკში ვიზიტს.
 

ვალუტის კურსები