ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ფოთის პორტში, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერინალის“ სახელზე, 11,000 ტონით დატვირთული არგენტინული სოიოს შროტის იმპორტი განხორციელდა. სოიოს შროტი ცილის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროს წარმოადგენს და ის დიდი რაოდენობით მოიხმარება მეცხოველეობა-მეფრინველეობაში; შეიცავს ყველა ტიპის შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც ასე აუცილებელია ამ სექტორის განვითარებისთვის.
ბანკის დახმარებით, დაფინანსების ინსტრუმენტად, ვაჭრობის ფინანსირება განხორციელდა.
საქართველოში სოიოს შროტის წლიური მოხმარება დაახლოებით 35,000 ტონას შეადგენს. პროდუქტი მიიღება სოიოს მარცვლისგან, რომლის ძირითადი მწარმოებელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნები და შეერთებული შტატებია.
მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 10,000 ტონაზე გათვლილი სასაწყობე ინფრასტრუქტურა, უკვე მზადაა არგენტინული შროტის მისაღებად.
მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკის პარტნიორობით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნლოვანი პროექტი უკვე მესამეჯერ განხორციელდა. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მომდევნო პარტიების შესყიდვაზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ შეთანხმება მხარეებს შორის კვლავ წარმატებით დასრულდება და საქართველოში კიდევ შემოვა მაღალი ხარისხის არგენტინული სოისოს შროტი - განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.