ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა რესტორან „შუშაბანდის“ სარემონტო სამუშაოების ჩატარების და რესტორნისთვის ინვენტარის შეძენის დაფინანსება.
„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკური განვითარებისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ბიზნეს სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.
გთავაზობთ მოკლე ვიდეო ისტორიას