უკან დაბრუნება აზარტული თამაშების უცხოურ საიტებზე დაწესებული შეზღუდვები

2021 წლის 22 დეკემბერს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის პირველი მარტიდან, აზარტული თამაშების უცხოურ საიტებზე, ქართული ბარათით თანხის გადარიცხვა, იკრძალება.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მათ შორის კომერციული ბანკი, ვალდებულია, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით, რეზიდენტი პირების მიერ, სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ, ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება.

ვალუტის კურსები