15 მარტიდან, ვითიბი ბანკი, მომხმარებელს, სთავაზობს საგაზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45,000 ლარამდე სესხის აღება 4 წლამდე ვადით.
წლიური საპროცენტო განაკვეთი 5,9%-დან - 11,9%-მდე (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 11,45%-დან - 14,99%-მდე).
აქციის პირობების თანახმად, სესხის განაკვეთი დამოკიდებულია ვადაზე, რაც ნაკლებია ვადა, მით ნაკლებია პროცენტი.
აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე.
სესხებზე საგაზაფხულო აქციის პირობები მოქმედებს 15 აპრილამდე.