ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სანდრო დალაქიშვილის პერსონალური გამოფენა, "მამაკაცის ცხოვრება", გაიხსნა. გამოფენა მხატვარმა მიუძღვნა მამაკაცის შეცნობას მისი თვალთახედვით, მისი აზრებითა და ხელოვნებით. ექსპოზიცია აერთიანებს 2015 – 2018 წლებში შექმნილ 17 ნამუშევარს. მხატვარი შეეცადა გაეაზრებინა და გადმოეცა სხვადასხვა დროის მამაკაცის ცხოვრება, კულტურული თვითმყოფადობა და მსოფლმხედველობა.
სანდრო დალაქიშვილის გამოფენა, "მამაკაცის ცხოვრება", 9 ივნისამდე გრძელდება.