ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 31 აგვისტოდან - 2 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის იპოდრომზე, გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილია წინაღობათა გადალახვა.
ტურნირში მონაწილეობას იღებს ათი მხედარი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან. ფინალური ეტაპი 2 სექტემბერს გაიმართება.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერები თბილსის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან.