ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში, გაიმართება უნიკალური ღონისძიება -საცხენოსო გარბენი მთაში. 6-დან 9 სექტემბრამდე გარბენის მონაწილეები, 4 დღის განმავლობაში გაივლიან 250 კილომეტრს, ქვემო ალვანიდან მცხეთის ჯვრის მონასტრამდე. გარბენის ორგანიზატორია ცხენოსანთა კლუბი „ზედაზენი“.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მხედრები საქართველოს ყველა რეგიონიდან.