უკან დაბრუნება ვითიბი ბანკი ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის სპონსორია

დღეს 20 აპრილს დინამოს საფეხბურთო აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეორე ტურნირი დაიწყო. წელს ტურნირის მონაწილე რვა გუნდს შორის არიან: დინამო თბილისი,  მილანის „ინტერი“, ზაგრების დინამო,  კიევის დინამო, ჰოლანდიური ალკმაარი, თურქული ტრაბზონსპორი, ბელგიური გენტი და აზერბაიჯანული გაბალა.
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი 25 აპრილს დასრულდება ფინალური მატჩი დავით პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე „დინამო არენა“-ზე გაიმართება. ტურნირში 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდები იასპარეზებენ.
ვითიბი ტრადიციულად სპორტის აქტიური მხარდამჭერია, ბანკის მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს სხვდასხვა სპორტული  ნაკრების, გუნდის და ღონისძიების სპონსორობას.

ვალუტის კურსები