ვითიბი ბანკი სამომხმარებლო სესხებზე საახალწლო აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, თავდებობის უზრუნველყოფით 45 000 ლარამდე სესხის, ხოლო უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე თანხის აღება. სესხის მაქსიმალური ვადა 5 წელია.
წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 12,8%-დან - 17,2%-მდე). აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში, სესხის გადახდის დაწყება სამი თვის შემდეგ არის შესაძლებელი.
ამასთან ერთად, გაუმჯობესებული პირობები, სესხების გაერთიანების და შენატანის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.