უკან დაბრუნება ვითიბი ბანკის მხარდაჭერით თბილისში ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

2017 წელს, თბილისი, ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი 12-17 ივნისს, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში 11 ივნისს ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი ჩატარდა. 
ჯამში, ევროპის ჩემპიონატი 6 დღის მანძილზე გასტანს და მასში მონაწილეობას ევროპის 45-მდე ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მიიღებს.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარსდგება. ევროპის ჩემპიონატზე მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში გათამაშდება - დაშნაში, ხმალსა და რაპირაში.
ვითიბი ბანკი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის და ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია.
 

ვალუტის კურსები