უკან დაბრუნება ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

26 მაისს დასრულდა ვითიბი ბანკის გათამაშება, რომელიშიც ჩართვა ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA-ს ბარათის მფლობელს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო, რაც შეიძლება მეტი გადარიცხვის განხორციელება ვებ-გვერდიდან www.hub.vtb.ge გამარჯვებულები ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა.

პირველი ადგილის მფლობელი გახდა  ერეკლე ექვთიმიშვილი, რომელიც გაემგზავრება კოპენჰაგენში, 10 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს შესაბამისად Samsung Galaxy S10 და 500 ლარიან ვაუჩერი გადაეცათ.

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურება საგრძნობლად ამარტივებს თანხის გადარიცხვას. ამისთვის საჭიროა შესვლა ვებ-გვერდზე  www.hub.vtb.ge  თანხის გადასარიცხად საკმარისია მიმღების ტელეფონის ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის შეყვანა. თანხა წამებში ისახება მიმღების ანგარიშზე, დღე ღამის ნებისმიერ დროს და კვირის ნებისმიერ დღეს. 

ვალუტის კურსები