6 -დან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე, გაიმართა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იყო - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორი იყო საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მხედრებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის გრან პრის მფლობელი აზერბაიჯანელი მხედარი გახდა.