ვითიბი ბანკი, მომხარებელს, სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო ბარათ V CARD-ს სთავაზობს.
V CARD-ით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით - 16,9%, ხოლო ეფექტური - 19,7%. ყოველთვიური შენატანი ათვისებული ძირითადი თანხის მხოლოდ 2% -ს შეადგენს. V CARD -ის კიდევ ერთ უპირატესობას ბანკომატში განაღდების ყველაზე დაბალი საკომისიო წარმოადგენს. ბანკომატში განაღდებისას მომხმარებლებს 3-ჯერ ნაკლების გადახდა მოუწევთ ვიდრე სხვა ნებისმიერი საკრედიტო ბარათის შემთხვევაში. V CARD -ს ასევე ყველაზე მაღალი საკრედიტო ლიმიტი, 30 000 ლარი, აქვს. აღნიშნული ბარათით ტერმინალებში ან ინტერნეტით ანგარიშსწორებისას მოქმედებს ქეშბექი და თანხის 1% ნაღდი ფულის სახით მომხარებელს უკან უბრუნდება.
ყველა სხვა საკრედიტო ბარათისგან განსხვავებით V CARD-ის მფლობელებს შეუძლიათ საკრედიტო ლიმიტის, სამომხარებლო სესხად კონვერტირება.
ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: ვითიბი ბანკი დღეს მომხარებელს აბსოლუტურად ახალი ტიპის, რევოლუციურ ბარათს სთავაზობს. V CARD მომხმარებლის გამოკითხვის შედეგად შეიქმნა და სრულად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს და მოლოდინებს. შედეგად, ბარათის პირობები უკონკურენტოა ბაზარზე და მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული, როგორც ძირითადი პირობების, ისე მოქნილობის თვალსაზრისით.