უკან დაბრუნება ვითიბი ბანკი ქსელს აფართოვებს

თბილისში, ვითიბი ბანკის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩა #17ა-ში მდებარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ  წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. სერვის ცენტრში მდებარეობს ვიდეო ბანკის ზონა, საიდანაც კლიენტს შეუძლია დისტანციურად, ვიდეოზარის გამოყენებით დაუკავშირდეს ბანკის თანამშრომელს და შეასრულოს ნებისმიერი უნაღდო საბანკო ოპერაცია.

ვითიბი ბანკი საქართველოში 34  წერტილით არის წარმოდგენილი.

ვალუტის კურსები