ვითიბი წარმოგიდგენთ სამომხმარებლო სესხს გარანტირებული პირობებით.
სესხის აღებიდან ერთი თვის ვადაში, თუ სხვაგან დაგიმტკიცებენ უკეთეს ეფექტურ განაკვეთს, ჩვენ შეგიმცირებთ პროცენტს ან გაგინულებთ პორტირების ხარჯს და დაგიბრუნებთ გაცემის საკომისიოს.
|
სესხის საპროცენტო განაკვეთი |
12.4%-დან |
|
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი |
18.8%-დან* |
|
სესხის მინიმალური თანხა |
400 GEL |
|
სესხის მაქსიმალური თანხა |
45,000 GEL |
|
სესხის მაქსიმალური ვადა |
48 თვემდე |
|
სესხის ვალუტა |
GEL |
|
ერთჯერადი საკომისიო |
1% - 2% |
|
ვადაზე ადრე დაფარვის ჯარიმა |
0% - 2%-მდე |
|
სესხის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო |
1% |
|
ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო |
1.50 GEL |
რას ნიშნავს ბანკის მიერ გარანტირებული პირობა?
იმ შემთხვევაში, თუ სესხის გაცემიდან ერთი თვის (30 კალენდარული დღის) განმავლობაში, თქვენ სხვა საბანკო დაწესებულებაში დაგიმტკიცდებათ იდენტური პარამეტრების (მიზნობრიობა, ვადა, ვალუტა და ოდენობა) მქონე სამომხმარებლო სესხი უკეთესი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით და წარმოადგენთ აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს, მაშინ ბანკი დაგიკორექტირებთ სესხის საპროცენტო განაკვეთს ან სესხის სხვა საბანკო დაწესებულების მიერ გადატანის შემთხვევაში, დაგიბრუნებთ გაცემის ერთჯერად საკომისიოს და, ასევე, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს.
*ეფექტური პროცენტი დათვლილია 45,000 ლარზე, 1 წლის ვადით