Visa Infinite ელიტური ინოვაციური პროდუქტი და Visa International საგადამხდელო სისტემის ყველაზე პრესტიჟული ბარათია. ის ყველაზე მომთხოვნი კლიენტებისთვის შეიქმნა, რომლებისთვისაც პრესტიჟი, დრო, კომფორტი და ფინანსური დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია.
Visa Infinite არა მხოლოდ უსაფრთხო და მოხერხებული საგადამხდელო ინსტრუმენტი, არამედ თქვენი მაღალი სტატუსის, კეთილდღეობის და უზადო ფინანსური რეპუტაციის კიდევ ერთი დადასტურებაა.
Visa Infinite ბარათით თქვენი შესაძლებლობები პრაქტიკულად შეუზღუდავია: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსკლუზიურად თქვენთვის შექმნილი მრავალი სერვისითა და პრივილეგიით, მიიღოთ შეღავათები და ვიპ მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ბარათის ძირითადი ფინანსური მახასიათებლები და უპირატესობები:
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საზღვარგარეთ ბანკომატით სარგებლობისას ყურადღებით გაეცნოთ ეკრანზე გამოტანილ ყველა საინფორმაციო ტექსტს მასზე დასტურის გაცემამდე. ბანკომატის მომსახურე მხარემ შესაძლოა ვითიბი ბანკისგან დამოუკიდებლად შემოგთავაზოთ განაღდების ოპერაციის განსხვავებულ ვალუტაში დამუშავება, განურჩევლად იმისა, თუ რა ვალუტას გასცემს ბანკომატი ფიზიკურად ან რა ვალუტა გაქვთ ხელმისაწვდომი ბარათზე. შემოთავაზებაზე თანხმობის დაფიქსირების შემთხვევაში, ოპერაცია დამუშავდება ბანკომატის მიერ განსაზღვრული კურსით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ხარჯი
აქვე გაცნობებთ, რომ თანხის გასანაღდებლად ბანკების ფილიალში განთავსებული ბანკომატების გამოყენება მსგავსი შემთხვევის რისკს ამცირებს, თუმცა საბოლოოდ არ გამორიცხავს მას
PRIORITY PASS
Airport SpeedPass
კონსიერჟ სერვისი
სადაზღვევო და საკონსულტაციო პროგრამები
კლიენტების მხარდაჭერის გლობალური სერვისი
სპეციალური შეთავაზებები
პრემიალური პროგრამებით სარგებლობისათვის მიმართეთ თქვენს პირად ბანკირს ან დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე:
+ 38 044 499 3975
+ 7 727 399 0303
მომსახურება ინგლისურ და რუსულ ენებზეა