ბიზნეს ბარათების მოხმარების უსაფრთხოების რჩევები

ბარათის მიღებისას:

  • შეინახეთ ბარათი და პინ-კოდი უსაფრთხო ადგილას, ცალ-ცალკე ისე, რომ გარეშე პირებს არ ჰქონდეთ მათზე წვდომის საშუალება.
  • მიღებისთანავე მოაწერეთ ხელი ბარათზე ხელმოწერისათვის განკუთვნილ ველზე. ეს აგარიდებთ გაუგებრობებს ბარათით შემდგომი სარგებლობისას
  • არ გადასცეთ ბარათი სხვა პირებს 
  • არავის გაანდოთ ბარათის CVV კოდი
  • არასდროს ჩაინიშნოთ პინ კოდი, დაიმახოვრეთ და არ გადასცეთ სხვა პირებს
  • ბარათის გამოცვლის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ ძველი ბარათი დაზიანებულია (დაჭერით ოთხ ნაწილად)

ბანკომატით სარგებლობისას:

  • არ მიმართოთ უცხო პირს დახმარებისთვის
  • დარწმუნდით, რომ ვერავინ ხედავს თქვენს მიერ აკრეფილ პინ კოდს.
  • ტრანზაქციის დასრულებისთანავე შეინახეთ  ბარათი და ნაღდი ფული დათვალეთ ფული ბანკომატის არეალის დატოვებამდე და არა მის გარეთ
  • არ დატოვოთ თქვენი ტრანზაქციის ჩანაწერი (ქვითარი) ბანკომატთან. გადაგდებამდე დააქუცმაცეთ ის
  • ხშირად ცვალეთ თქვენი პინ კოდი, ყოველთვიურად მაინც

სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ანგარიშსწორებისას:

  • ბარათი გამოიყენეთ მხოლოდ სანდო სავაჭრო ობიექტებში. არ გაატანოთ მომსახურე პერსონალს თქვენი ბარათი სხვა ობიექტში/ოთახში. გადახდა უნდა განხორციელდეს თქვენ თვალწინ
  • დააკვირდით ტერმინალზე გადასახდელი თანხის ოდენობას
  • აკრიფეთ პინ-კოდი ისე, რომ გარეშე პირისთვის ის შეუმჩნეველი დარჩეს
  • დარწმუნდით, რომ ანგარიშსწორების დასრულებისას ბარათი დაგიბრუნდათ და რომ ეს ბარათი თქვენია
  • ანგარიშსწორების შემდეგ ყოველთვის შეინახეთ ქვითარი
  • ყოველთვიურად შეამოწმეთ თქვენი საბანკო ტრანზაქციების ამონაწერი. განაცხადეთ ბანკში ნებისმიერი არაავტორიზებული/საეჭვო ტრანზაქციის შესახებ

ინტერნეტ-გადახდებისას:

  • გადახდები აწარმოეთ მხოლოდ საკუთარი კომპიუტერიდან, რომელზეც დაყენებულია ლიცენზირებული ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა და რეგულარულად ხდება მისი განახლება
  • ისარგებლეთ ცნობილი და საიმედო ორგანიზაციებისა და კომპანიების ვებ-გვერდებით
  • შეამოწმეთ ვებ-გვერდებზე იმ საგადამხდელო სისტემების ლოგოტიპების არსებობა, რომელთა ბარათითაც დაშვებულია გადახდა
  • დარწმუნდით ვებ-გვერდის უსაფრთხოებაში/დაცულობაში:ვებ-გვერდის მისამართი უნდა იწყებოდეს https:// -ით და ბროუზერის მარჯვენა ქვედა კუთხეში უნდა ჩანდეს „ჩაკეთილი ბოქლომის“ გამოსახულება
  • დარწმუნდით იმ ვებ-გვერდის მისამართის სისწორეში, რომელზეც აპირებთ შესყიდვის განხორციელებას. ეჭვის არსებობის შემთხვევაში არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები
  • არ გამოიყენოთ პინ-კოდი! გადახდის შესასრულებლად საკმარისია თქვენი სახელის, გვარის, ბარათის ნომრის, მოქმედების ვადის და CVC2/CVV2 კოდის შეყვანა (ზოგიერთ შემთხვევაში ასევე მოითხოვება დამატებითი პირადი ინფორმაციის მითითება)
  • გამოიყენეთ დამოუკიდებელი ბარათი, რომელზეც განთავსებული გექნებათ ლიმიტირებული თანხა. ნებისმიერ შემთხვევაში, ისარგებლეთ საბარათე ანგარიშის უსაფრთხოების სერვისით
  • არ დაამახსოვრებინოთ ვებ-გვერდს თქვენი ბარათის მონაცემები

დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით ან თავად დაბლოკეთ ბარათი დისტანციური არხების მეშვეობით:

  • ბარათის დაკარგვის/მოპარვის შემთხვევაში.
  • არალეგალური ტრანზაქციის აღმოჩენისას
  • თუ თქვენი ბარათის, პინ-კოდის ან CVV კოდის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება სხვა პირებისათვის
  • ბარათის დაზიანებისას ან თუ ბარათი აღარ ფუნქციონირებს
  • არაავტორიზებული ტრანზაქციის შესახებ შეტყობინების გასაკეთებლად

გახსოვდეთ, რომ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ და სადაზღვევო კომპანიების „აისი ჯგუფისა“ და „უნისონის“ თანამშრომლები არ ახორციელებენ ზარებს და არ გიგზავნიან ელექტრონულ წერილებს თქვენი ბარათის მონაცემების (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, PIN, CVC2/CVV2, კოდური სიტყვა, ინტერნეტ ბანკის მომხმარებელის სახელი და პაროლი) მიწოდების, განახლების ან დადასტურების მოთხოვნით. ნუ გადახვალთ ელექტრონულ წერილში მითითებულ ბმულზე

თუ თქვენ მიიღეთ ელექტრონული წერილი ან მოკლე ტექსტური შეტყობინება მოგების, ბარათის დაბლოკვის ან თქვენთვის უცნობი რაიმე ოპერაციის შესახებ, ნუ დაუკავშირდებით შეტყობინების გამომგზავნს და ნუ გაანდობთ მას თქვენს მონაცემებს

ბარათის დაკარგვის ან სხვა მიზეზით მისი დაბლოკვის მიზნით, გთხოვთ, დარეკოთ 24 საათის განმავლობაში ბანკის კონტაქტ ცენტრში (+995 32) 224 24 24

ვალუტის კურსები