სესხი გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:
- ძირითადი საშუალებების შესაძენად;
- საწარმოო სიმძლავრეების მოდერნიზაციის და შეკეთებისთვის;
- საბრუნავი საშუალებების, მარაგების შესავსებად;
- ექსპორტისა და იმპორტის დასაფინანსებლად.
სესხის საერთო პირობები:
- საწარმოს სიმძლავრეების შექმნის, მოდერნიზაციის ან გაფართოვების მიზნით, 5 წლამდე ვადით;
- საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, 2 წლამდე ვადით;
- ექსპორტისა და იმპორტის დასაფინანსებლად, 2 წლამდე ვადით;
- სესხის დაფარვა ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.
პრიორიტეტები:
- მსესხებელ კომპანიას გააჩნია დასაკრედიტებელ ბიზნესში სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
- კომპანია რენტაბელურია, რაც დასტურდება ოფიციალური ფინანსური დოკუმენტაციით;
- მსესხებელს აქვს ბანკთან თანამშრომლობის საკმარისი გამოცდილება და დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ისტორია;
სესხის უზრუნველსაყოფად მიიღება:
- კომპანიის ან მესამე პირის უძრავი ქონება;
- მსესხებელი კომპანიის მენეჯერებისა და დამფუძნებლების პირადი ქონება;
- კომპანიის ლიკვიდური საქონელი და მატერიალური მარაგი;
- ბანკისათვის მისაღები ორგანიზაციების საგარანტიო წერილი;
- ვითიბი ბანკში განთავსებული მესამე პირის ფულადი დეპოზიტები.