ქართული ბიზნესის #1 ქომაგი

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რათა მომავალში, ქართული ბიზნესი, კიდევ უფრო გაძლიერდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. 

წარმოგიდგენთ მოკლე ვიდეო ისტორიებს, სადაც მოგიყვებით, ვითიბი ბანკის დახმარებით, როგორ იქმნებოდა სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქართული კომპანიები, რათა უფრო ახლოს გაეცნოთ და უგულშემატკივროთ მათ.

ვითიბი ერთადერთი საერთაშორისო ბანკია საქართველოში, რომელიც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული ცოდნა და რესურსი, გაუზიაროს თავისი ბიზნესის მომხმარებელს და მაქსიმალურად შეუქმნას სასიამოვნო საბანკო გამოცდილება.
 

Park Resort Mtirala


ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წელს, აჭარაში, მტირალას ტერიტორიაზე, Park Resort Mtirala-ს საოჯახო რესტორანი გაიხსნა.

განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც სრულად დაფინანსდა ვითიბი ბანკის მიერ.

ქართული ბიზნესის #1ქომაგი

პოლიმერი 1


გაიცანით ამირან ადეიშვილი - პოლიეთილენის და გოფრირებული მილების საწარმოს, პოლიმერი 1-ის დამფუძნებელი.

ქარხანა 1200 კვ.მ.-ზე ოპერირებს და ევროპული სტანდარტების შესაბამის პროდუქციას აწარმოებს.

პოლიმერი 1, ვითიბისთან, მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს და ამ პერიოდში, ბანკის მხარდაჭერით, განხორციელდა ქარხნის სრული გადაირაღება, ხოლო 2017 წელს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და გოფრირებული მილების წარმოება დაამატა.

ქართული ბიზნესის #1ქომაგი

სრულად

რესტორანი კვამლი


გაიცანით მალხაზ ჩიბურდანიძე, რესტორან კვამლის მფლობელი

ვითიბისთან თანამშრომლობა 2012 წლიდან დაიწყო, რის ფარგლებშიც, არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა, ხოლო 2018 წელს, ქუთაისის მიმდებარედ, აშენდა ახალი რესტორანი კვამლი, რომელიც ასევე სრულად დაფინანსდა ვითიბი ბანკის მიერ.

ქართული ბიზნესის #1ქომაგი

აგროჰაბი • AgroHub


გაიცანით აკაკი ახვლედიანი, აგროჰაბი • AgroHub-ის დამფუძნებელი.

აგროჰაბისა და ვითიბის თანამშრომლობა პირველივე ობიექტის გახსნიდან დაიწყო.

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, მოხდა აგროჰაბის გაფართოება და დაფინანსდა საკუთარი საწარმოების შექმნა.

ქართული ბიზნესის #1ქომაგი

მედცენტრი / MedCenter


გაიცანით მიხეილ ართმელაძე - მედცენტრი / MedCenter-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე.

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის ჯგუფი, აჭარის რეგიონში, რამდენიმე კლინიკას აერთიანებს, 40,000კვ.მ-ზე ოპერირებს და დასაქმებული ჰყავს 1,300 ადამიანი, ხოლო ვითიბი ბანკის დაფინანსებით განახორციელა სამედიცინო, დიაგნოსტიკური დანადგარების შეძენა, შენობა-ნაგებობების კუთხით გაფართოება. 

ასევე, ვითიბის სრული დაფინანსებით, 2021 წლის ბოლომდე, გაიხსნება ბირთვული მედიცინისა და დიაგნოსტიკის ცენტრი, რომელიც ერთადერთი კლინიკა იქნება დასავლეთ საქართველოში, აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და ონკო პაციენტებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე დანადგარით.

ქართული ბიზნესის #1ქომაგი

სრულად
ვალუტის კურსები