უკან დაბრუნება სესხები თვითდასაქმებულებისთვის ვითიბისგან

დღეიდან, ვითიბი, რეპეტიტორებს, ხელოსნებს, მძღოლებს, ძიძებსა და სხვა თვითდასაქმებულებს, რომელთაც ხელფასი არ უფისქირდებათ ბანკში, შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო პროდუქტები გამარტივებული პირობებით. 

თუ მომხმარებელი შემოსავლის დადასტურებას შეძლებს, მას სესხის აღების შესაძლებლობა იმავე წარმატებით შეუძლია, როგორც ამას ოფიციალურად დასაქმებული მსესხებლები ახერხებენ, თუ თავიანთ ყოველთვიურ შემოსავალს ვითიბი ბანკის Visa Debit ბარათზე დააფიქსირებენ. ვიზა დებიტის უმთავრესი უპირატესობა არის ის, რომ ნებისმიერ დროს თანხის განაღდება საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან უფასოდაა შესაძლებელი. ბარათზე თანხის დაფიქსირების შემდეგ, მსესხებელი შეძლებს შემდეგი საკრედიტო პროდუქტების დამტკიცებას გამარტივებული პირობებით. შემოსავლების დადასტურება ადგილზე ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია. 
სამომხმარებლო სესხი - 400 ლარიდან- 15,000 ლარამდე
საკრედიტო ბარათი -V Card - 400 ლარიდან- 5,000 ლარამდე
იპოთეკური სესხი - 5,000 ლარიდან - 100,000 ლარამდე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურება კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ, აქედან გამომდინარე, შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტი, რომელიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. სესხი თვითდასაქმებულებისთვის ზუსტად ასეთი პროდუქტია. განაცხადა - საცალო ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ვალერიან გაბუნიამ.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები