ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის, ადგილობრივ და საერთაშორისო, საბანკო გარანტიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბენეფიციარების სასარგებლოდ. ასევე, სხვა ბანკების მიერ გაცემული გარანტიების აუთენთიფიკაციასა და ავიზირებას.
გარანტიის ძირითადი ტიპები:
- კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების გარანტია
ბანკი პრინციპალის დავალებით იღებს ვალდებულებას, ბენეფიციარს (მყიდველს ან დამკვეთს) გადაუხადოს საგარანტიო თანხა, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
- ავანსის დაბრუნების გარანტია
ამ სახის გარანტიით ბანკი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს ჩარიცხული ავანსის თანხა (ან მისი გამოუყენებელი ნაწილი), პრინციპალის მიერ ავანსის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში.
- სატენდერო გარანტია
ბანკი ვალდებულია ბენეფიციარს გადაუხადოს საგარანტიო თანხა, ტენდერში გამარჯვებულის მიერ ტენდერით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
- გადახდის გარანტია
გადახდის გარანტია— საბანკო გარანტიის გავრცელებული სახეა, რომელიც ძირითადად კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.
- საბაჟო ორგანოების სასარგებლოდ გაცემული გარანტია
ამგვარი გარანტია უზრუნველყოფს საბაჟო გადასახადების გადახდას აქციზური მარკების მიღების დროს, ვალდებულებათა შესრულებას საბაჟო საწყობების გასახსნელად, ლიცენზიების გაფორმებისას, საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანისას და სხვა გარიგებათა დადებისას.
- ხარისხის გარანტია
გარანტია გაიცემა მოწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების უხარისხობის გამო ბენეფიციარისთვის მიყენებული ზარალის ანაზაურების ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
- სააღსრულებო ბიუროს სასარგებლოდ გაცემული გარანტია
ამ ტიპის საბანკო გარანტია უზრუნველყოფს უძრავ–მოძრავი ქონების შესაძენად ჩატარებულ აუქციონებში მონაწილეობას
და სხვა