უკან დაბრუნება ფაქტორინგული ოპერაციები

რა არის ფაქტორინგი?
ფაქტორინგი წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, როდესაც დაფინანსების საფუძველია ფაქტორის (ბანკის) მიერ კლიენტის (გამყიდველის) დებიტორული დავალიანების შესყიდვა.
ფაქტორინგის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ აძლევს რა გადავადებული გადახდის შესაძლებლობას მყიდველს, გამყიდველი მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ანაზღაურებას იღებს საქონლის მიწოდებისთანავე.
ფაქტორინგი წარმოადგენს კომპლექსურ მომსახურებას. ფინანსირების მიღმა იგი ასევე მოიცავს გადაუხდელობის რისკის დაზღვევას, საინფორმაციო-ანალიტიკურ და შემგროვებლის მომსახურებას.

ფაქტორინგის სქემა:

  1. თქვენ აწვდით საქონელს/უწევთ მომსახურებას - ბანკი ავანსად გიხდით მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულების 80%–მდე
  2. დარჩენილი 20% გადაიხდება გადახდის ვადის დადგომისას, მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობების შესაბამისად.


ფაქტორინგის მომხმარებლები:
ფაქტორინგის ძირითადი მომხმარებლები არიან მწარმოებლები და ბითუმად გამყიდველები, რომლებიც:

  • რეგულარულად ახდენენ საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას გადავადებული გადახდით ანგარიშსწორების ფორმით.
  • არჩეული აქვთ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმა
  • განიცდიან საბრუნავი საშუალებების ნაკლებობას
  • მუშაობენ მაღალი კონკურენციის მქონე ბაზრებზე
  • ცდილობენ უზრუნველყონ გაყიდვების მოცულობის ზრდა


უპირატესობები:

გამყიდველისათვის

  • გაყიდვების მოცულობის მკვეთრი ზრდა
  • საბრუნავი საშუალებების დროული შევსება; ფულადი სახსრების მიღება საქონლის მიწოდებისთანავე
  • რევოლვერული/განახლებადი და საბლანკო ფინანსირება
  • ფულადი სახსრების ბრუნვადობის დაჩქარება
  • ბალანსის სტრუქტურის გაუმჯობესება
  • ახალი მყიდველების მოზიდვა
  • დაკრედიტების გამარტივებული სქემა და ოპერატიულობა

დებიტორებისათვის (მყიდველებისათვის)

  • გადავადებული გადახდის შესაძლებლობა
  • ანგარიშსწორების მოსახერხებელი ფორმის გამოყენების ხარჯზე შესყიდვების ოდენობის ზრდა
  • საქონლის/მომსახურების ღირებულების გადახდის გადავადების ხარჯზე საბრუნავი საშუალებების ეფექტური გამოყენება
  • ბაზარზე პოზიციების გამყარება
საკომისიო შეთანხმებით, მოცულობებიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე
პროცენტი შეთანხმებით, მოცულობებიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე

სხვა დოკუმენტური ოპერაციები

ინკასო

დოკუმენტური ინკასო წარმოადგენს ექსპორტიორის მიერ ბანკისთვის მიცემულ განკარგულებას, მოახდინოს იმპორტიორისგან გარკვეული თანხის ინკასირება წარმოდგენილი დოკუმენტების სანაცვლოდ.

აკრედიტივი

ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის გამოუთხოვად დოკუმენტურ აკრედიტივს იმ ქვეყნების ბენეფიციარების სასარგებლოდ, რომლებზეც არ ვრცელდება საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციები.

საბანკო გარანტია

ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის, ადგილობრივ და საერთაშორისო, საბანკო გარანტიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბენეფიციარების სასარგებლოდ.

ვალუტის კურსები