საბანკო ბარათის გამოყენება გაცილებით უსაფრთხო, მოსახერხებელი და საიმედოა, ვიდრე ნაღდი ფულით სარგებლობა. თუმცა, თუ არ დავიცავთ უსაფრთხოების ზოგად წესებს, შესაძლოა ჩვენ თვითონვე მივცეთ საშუალება გამოიყენონ ჩვენი ბარათი და მასზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა.
ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაგეხმარებათ მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი საბანკო ბარათი, რეკვიზიტები, პინ-კოდი და სხვა მონაცემები. აგრეთვე შეამცირებს სავარაუდო რისკებს ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის დროს:
1. არასოდეს გადასცეთ თქვენი ბარათის პინ–კოდი მესამე პირს, მათ შორის ნათესავებს, ნაცნობებს, თანამშრომლებს, საკრედიტო ორგანიზაციების თანამშრომლებს, მოლარეებს და აგრეთვე იმ პირებს, ვინც დახმარებას გიწევთ საბანკო ბარათის გამოყენებისას.
2. პინ-კოდი სასურველია დაიმახსოვროთ, ხოლო პინის ფურცელი გაანადგუროთ ან შეინახოთ ბარათისგან განცალკევებულად, მესამე პირისთვის მიუწვდომელ ადგილას.
3. არასდროს გადასცეთ ბარათი მესამე პირს.
4. შემომავალი სატელეფონო ზარის ან ელექტრონული წერილის მიღებისას არ გასცეთ თქვენი ბარათის მონაცემები იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარდგენა მოახდინეს, როგორც თქვენი მომსახურე ბანკის თანამშრომელი.
5. დარწმუნდით, რომ გააქტიურებული გაქვთ სმს სერვისი ტრანზაქციებთან დაკავშირებით.
6. ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, დროულად დაბლოკეთ ბარათი დისტანციური სერვისების დახმარებით, ან შეატყობინეთ მომსახურე ბანკს.
1. პინის აკრეფისას დარწმუნდით, რომ იგი არ არის ხილვადი გვერდზე მდგომი მესამე პირისთვის.
2. ქვეყნის გარეთ ეცადეთ განახორციელოთ ოპერაცია იმ ბანკომატებში, რომლებიც განთავსებულია ბანკის ფილიალებში, სახელმწიფო ორგანიზაციებში, დიდ სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, აეროპორტებში და ა.შ.
3. ყურადღებით გაეცანით ბანკომატზე გამოტანილ შეტყობინებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რადგან ის შეიძლება გაცნობდეთ დამატებითი მომსახურების საკომისიოს შესახებ.
4. ბანკომატის ან ტერმინალის მომსახურე მხარემ შესაძლოა ვითიბი ბანკისგან დამოუკიდებლად შემოგთავაზოთ განაღდების ოპერაციის განსხვავებულ ვალუტაში ანგარიშსწორება, განურჩევლად იმისა, თუ რა ვალუტას გასცემს ბანკომატი ფიზიკურად ან რა ვალუტა გაქვთ ხელმისაწვდომი ბარათზე. შემოთავაზებაზე თანხმობის დაფიქსირების შემთხვევაში ოპერაცია დამუშავდება ბანკომატის მიერ განსაზღვრული კურსით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ხარჯი, ამიტომ დააკვირდით შემოთავაზებულ გაცვლით კურსს და გააკეთეთ სასურველი არჩევანი.
1. უმჯობესია ინტერნეტ ქსელში საბანკო ბარათი გამოიყენოთ მხოლოდ თქვენს პირად კომპიუტერში, რადგან არსებობს კონფიდენციალური ინფორმაციის დამახსოვრების რისკი.
2. ბარათი გამოიყენეთ მხოლოდ სანდო და ცნობილ ინტერნეტ საიტებზე.
3. არ ენდოთ დაუჯერებლად მიმზიდველ შემოთავაზებას.
4. ლინკზე დაჭერით გახსნილ ვებ-გვერდზე არ შეიყვანოთ ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი და პაროლი. ყოველთვის თავად აკრიფეთ ინტერნეტ ბანკის მისამართი.
1. არასოდეს გაატანოთ ბარათი მომსახურე პერსონალს მათ შორის რესტორანში ან ბენზინ/გაზ გასამართ სადგურში.
2. მოითხოვეთ ბარათით ოპერაციის ჩატარება მოხდეს თქვენი თანდასწრებით, რათა შემცირდეს ბარათიდან მონაცემების უკანონო დაუფლების რისკი.
3. გადაამოწმეთ განაღდებული თანხის ოდენობა სმს შეტყობინებაში ან ქვითარზე.
გვინდა გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან. დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ფიშინგი.
ფიშინგი არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.
მაგალითად: კიბერთაღლითები აყალბებენ ცნობილი კომპანიების ვებ-გვერდებს ან უგზავნიან შეტყობინებებს მათი სახელით სხვადასხვა დისტანციური არხით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ პერსონალური მონაცემების (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ) შეყვანას.
იმისთვის, რომ თავი დაიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან:
გახსოვდეთ, რომ კიბერდამნაშავე თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს თქვენს მოტყუებას. შესაბამისად, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას.
დაიცავით უსაფრთხოების ზოგადი წესები და იყავით მშვიდად, რადგან თქვენი ბარათი თქვენსავე საიმედო ხელშია!